“წმინდა მამათა შეგონებანი”…

1. ვინმეზე დიდი რომ გეგონოს თავი,საძაგელი ხარ უფლის წინაშე.ხშირად შენი თვალით ნანახსაც და შენი ყურით გაგონილსაც ნუ დაუჯერებ – შეიძლება,ერთიც გატყუებდეს და მეორეც – “წმინდა გაბრიელ (ურგებაძე)

2. ნუგეშისცემას კაცთაგან ნუ ელი,თუ ვინმესგან მცირეოდენ ნუგეშს მიიღებ,ელოდე ორჯერ მეტ მწუხარებას.მხოლოდ ღვთისაგან ეძებე ნუგეშისცემა და დახმარება – “მამა იერონიმე”.

3. სანამდის ცოდვისაგან მთვრალი და ლოთი არის კაცი,აღდგომის ნათელს სწორებით ვერ მიხედავს; როდესაც განიფრთხობს ცოდვის სიმთვრალისა და ლოთობისგან,მაშინ სწორებით მიხედავს აღდგომის ნათელს – “წმინდა ანტონ ჭყონდიდელი”. (ავტორი გენია.ჯი)

4. ქრისტეს აღდგომით სიკვდილი ჩვენთვის მარადისობაში დაბადებად და ჭეშმარიტი ცხოვრების საწყისად იქცა.გქონდეს სიკვდილის უნარი ამქვეყნიურობისათვის – ეს ხელოვნებაა ცხოვრებისა – “არქიმანდრიტი რაფაელი”.

5. ის,ვინც საკუთარი თავის მიმართ უყურადღებოა,ვერასოდეს გახდება ღვთაებრივი მადლის სტუმრობის ღირსი – “წმინდა ლევ ოპტელი”.