ნეპალის ეროვნული დროშის შესახებ…
დროშების გამოყენება თავდაპირველად ჩინეთსა და ინდოეთში დაიწყეს,საიდანაც მალევე მთელ მსოფლიოში გავრცელდა.მოგვიანებით აღნიშნულ ატრიბუტს უმნიშვენელოვანესი დატვირთვა მიეცა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოდ იქცა.ყველასათვის ცნობილია,რომ დღემდე მოქმედ უძველეს ეროვნულ დროშად,დანიის ეროვნული დროშა: “დანებორგი” მიიჩნევა,რომელიც ქვეყანამ 1219 წლის 15 ივნისს დაამტკიცა,როგორც ამ ქვეყნის ეროვნული დროშა.მას შემდეგ რაც ეროვნული დროშები ფართოდ იქნა გავრცელებული სხვადასხვა სახელმწიოებში, (ავტორი გენია.ჯი) მათი ფორმები და მასზე დატანილი გამოსახულებები,შეიცავს სხვადასხვა სიმბოლოებს და ბევრ ეროვნულ დროშაზე,საოცარი სიმბოლოებიცაა დატანილი.ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დროშა ამ მხრივ გახლავთ,ჰიმალაის მთიანეთში მდებარე -ნეპალის ეროვნული დროშა,რომელიც ერთადერთი დროშაა,რომელსაც მართკურთხა ფორმა არ გააჩნია და წარმოდგება ორი ინდივინდუალური ვიმპელისაგან.აღნიშნული ვიმპელები კი ამ ქვეყნის ეროვნულ დროშად მე-XIX საუკუნიდან იღებს სათავეს.მასზე დატანილი ჟოლოსფერი გამოსახავს, (ავტორი გენია.ჯი) ნეპალის ერვნული ყვავილის – “როდოდენდრონის” ფერს,რომელიც ქვეყნის ერთგვარი ეროვნული ფერის სიმბოლოცაა; წითელი ფერი – გამოსახავს,ბრძოლაში გამარჯვების ნიშანთვისებას,ხოლო ლურჯი ფერი – სიმბოლოა სამყაროს ფერისა.1962 წლამდე მასზე დატანილი,მზისა და ნახევარმთვარის ნაცვლად,ორი ადამიანის თავის გამოსახულება,თუმცა მოგვიანებით ნეპალის ეროვნულ დროშას,ჩაუტარდა მოდერნიზაცია და ნეპალის კონსტიტუციონალურმა მთავრობამ 1962 წლის 16 დეკემბერს,იგი იმ ფორმით დაამტკიცა,როგორიც დღეს არის წარმოდგენილი.