“კისის-პენი”

აფრიკის კონტინენტის დასავლეთ ნაწილის ზოგიერთი ქვეყნის რაიონებში (ლიბერიაში,სიერა-ლეონეში და გვინეაში),XX საუკუნის დასაწყისამდე – “კისის ხალხი”,გამოიყენებდა,ეგრეთწოდებულ “კისის ფულს”,რომელსაც“კისის-პენს” უწოდებდნენ და იგი საკმაოდ გავრცელებული ფორმითაც მოიხმარებოდა ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში.“კისის-პენს” – კისის ხალხის გარდა გამოიყენებდნენ,სხვადასხვა აფრიკული ტომის ხალხი,მაგალითად: გბანდი,გოლა,კპელე,ლომა,მანდიგო და სხვები.აღნიშნულ ფულს ჭედავდნენ და ამზადებდნენ ლითონზე მომუშავე ხელოსნები. (ავტორი გენია.ჯი) რკინის გასაოცარი ფორმის ფული,მრავალი ათწლეულის მანძილზე იყო მოხმარებაში ამ ხალხებში და იგი წარმოადგენდა ფინანსური ოპერაციების: ვაჭრობის,გაცვლისა და სხვა საშუალებების მქონე აუცილებელ ატრიბუტს,ზემოთ აღნიშნული ხალხისათვის.მისი ფორმა კი მართლაც უჩვეულო იყო,კერძოდ:  მზადდებოდა რკინის მეტალით და ჰქონდა ჩხირების ფორმა (სიგრძით 33-39 სანტიმეტრი) რომლის ერთი ბოლო ნიჩაბს ჩამოჰგავდა,ხოლო მეორე კი ინგლისური T-ს ფორმისა იყო.რაც უფრო გრძელი იყო ჩხირის სიგრძე,მით მეტი “ნომინალის” შემცველი გახლდათ იგი.”კისის-პენი” წარმოადგენდა ვალუტას და და გამოიყენებოდა სხვადასხვა ფინანსური ოპერაციებისათვის და აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ისინი მათ ევროპელებთან ვაჭრობის დროსაც კი იყენებდნენ.”კისის-პენის” ოც ერთეულს,ერთ შეკვრად ათავსებდნენ და წვრილი ტყავით ჰკრავდნენ.მაგალითად,შესაძლო იყო 100 ასეთ შეკვრად,ძროხის შეძენა; ცოლის შერთვა – 200 კისის-პენის შეკვრა ჯდებოდა (როგორც მათი წესი იყო,ისინი საცოლის მშობლებს თანხას უხდიდნენ,მისი ცოლად შერთვის შემთხვევაში),ხოლო მონას 300 შეკვრად იძენდნენ. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ მსოფლიოში მრავალი გასაოცარი ფორმის მონეტა და ქაღალდის ფული არსებობდა და არსებობს დღესაც,რომელთა შორის თავისი საოცარი ფორმით ღირსეულ ადგილს იკავებს “კისის-პენი”.