პეპი II ნეფერკარა – “ეპიზოდი”
უძველესი ეგვიპტის ფარაონი - პეპი II ნეფერკარა,რომელიც ამ უდიდესი ისტორიის მქონე ქვეყანას მართავდა ძვ.წ.აღ-ით 2278-2184 წლებში,სამეფო ტახტზე 6 წლის ასაკში ავიდა და მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდხანს იმეფა (დაახლოებით 94 წელიწადი).იგი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავი მისი ისტორიიდან არაერთი მოვლენა ყოფილა,თუმცა ახლა მხოლოდ ერთ საკმაოდ ორიგინალურ მაგალითზე შევჩერდები: ყველასათვის ცნობილია,რომ ეგვიპტე ცხელი კლიმატის მქონე ქვეყანაა და შესაბამისად მწერებიც მრავლადაა,განსაკუთრებით ბუზები.იმისათვის,რომ პეპი II ნეფერკარა მწერებს (ბუზებს) არ შეეწუხებინა,ჰყავდა მონების სპეციალური ჯგუფი,რომელთა მოვალეობაც განისაზღვრებოდა შემდეგით: მათ უსვამდნენ თაფლს და ყოველთვის ფარაონის სიახლოვეს უნდა ყოფლილიყვნენ.ყველასათვის ცნობილია,რომ მწერები განსაკუთრებით ეტანებიან ტკბილ ნექტარს და თაფლს.შესაბამისად ფარაონი დაცული იყო მწერების თავმომამბეზრებელი “თავდასხმებისაგან”. (ავტორი გენია.ჯი)