მარკუს ფაბიუს კვინტილიანე
მარკუს ფაბიუს კვინტილიანე დაიბადა დაახლოებით 35 წელს კალაგურისში (თანამედროვე კალაორა,ესპანეთი).იგი გახლდათ დიდი რომაელი რიტორიკოსი,მჭერმეტყველობის დიდებული პედაგოგი,ანტიკური პედაგოგიკის კლასიკოსი და ავტორი,ყველაზე სრულყოფილი,ანტიკური ხანის ორატორული ხელოვნების წიგნისა – ”ორატორის მოძღვრება”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული წიგნი შეისწავლებოდა ყველა რიტორიკული ხელოვნების სკოლაში.იგი გახლდათ არა მარტო გამომხატველი გემოვნებისა,უმაღლესი ძველრომაული საზოგადოების,არამედ ლიტერატურული სტილის რეფორმატორი და მეცნიერი,რომელიც იკვლევდა ლათინური ენის პრობლემებს.მისი წარმომავლობის შესახებ დავა დღემდე გრძელდება; ერთნი ირწმუნებიან,რომ მარკუსი დაიბადა ესპანეთში ცნობილ და გავლენიან ოჯახში,ხოლო მეორენი კი ღარიბ და ეკონომიკურად შეჭივრებულ ოჯახში.თუმცა ცნობილია,რომ მარკუსის მამა და ბაბუა იმ პერიოდის საკმაოდ ცნობილი ორატორები იყვნენ.განათლება რომში მიიღო,რის შემდეგაც კარიერის გაგრძელებას სასამართლოში აპირებდა.რომის იმპერატორების ვესპასიანეს და დომიციანეს მმართველობის პერიოდში მუშაობდა ადვოკატად,თუმცა დიდი წარმატებების მიღწევა ვერ შეძლო.აღიარება კვინტილიანემ მას შემდეგ მოიპოვა,რაც პედაგოგიურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი და გახდა პირველი პროფესიონალი-პედაგოგი,რომელმაც გახსნა სახელმწიფო სკოლა: რომის ცნობილი იმპერატორმა ვესპასიანემ – მარკუს დაუნიშნა პენსია და აღნიშნული თანხა მისთვის,თავად იმპერატორის სალაროდან გადიოდა.20 წლის მანძილზე იღწვოდა იგი,ორატორული ხელოვნების პედაგოგად და მისი მოსწავლეები იმ პერიოდის ცნობილი ოჯახის შვილები იყვნენ.გარდა ამისა მისი მოსწავლე გახლდათ,გამოჩენილი რომაელი პოლიტიკური მოღვაწე და მწერალი – პლინიუს უმცროსი.არის მოსაზრება,რომ მისი მოსწავლე იყო ასვევ ცნობილი რომაელი პოეტი-სატირიკოსი – დომიციუს იუნიუს იუვენალე.მისმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ იმდენად ფართო აღიარება ჰპოვა,რომ მიეცა უფლება იმპერატორების შვილებისათვის მიეცა განთლება.მისმა წარმატებებმა განსაკუთრებით,რომის იმპერატორის – ტიტუს ფლავიუს დომიციანეს,მმართველობის პერიოდში იჩინა თავი,რომელიც მას არა მარტო ფინანსურად ეხმარებოდა,არამედ პოლიტიკაში ჩართვაც კი შესთავაზა და “კონსული” გახდა,რაც იმ დროისათვის რომში მართლაც წარმოუდგენელი ფაქტი იყო. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ასეთი კარიერული წარმატებისა,პირადი ცხოვრება მისთვის უბედურების მომტანი გახლდათ,რადგან გარდაეცვალა ორი ვაჟი და ახალგაზრდა მეუღლე,რითაც იგი საბოლოოდ მარტოობისათვის იქნა განწირული.მარკუს ფაბიუს კვინტილიანე გარდაიცვალა,დაახლოებით 96 წელს.მისი სახელი კი ისტორიაში შევიდა,როგორც ფუძემდებელი კლასიკურ-ჰუმანური პედაგოგიკისა და იმ პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო ძველრომაელი ინტელექტუალისა.