პითეა

პითეა დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 380 წელს,ხმელთაშუაზღვისპირეთის დასავლეთით,ძველბერძნულ კოლონია მასალიაში (თანამედროვე მარსელი).იგი წარმოადგენდა გამოჩენილ ძველბერძენ მოგზაურს,გეოგრაფსა და ვაჭარს,რომელმაც ძვ.წ.აღ-ით 325 წელს იმოგზაურა ევროპის ჩრდილოეთ ნაწილის სანაპიროებზე,რის შემდეგაც დაწერა წიგნი,სახელწოდებით – “ოკეანის შესახებ”,რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.თუმცა ამ წიგნის შესახებ,ჩვენთვის ცნობილი ხდება ისეთი ცნობილი ძველბერძენი გეოგრაფებისაგან,როგორებიც გახლდათ: სტრაბონი,პლინიუს უფროსი,პოლიბიუსი და სხვა ანტიკური ხანის გეოგრაფები,რომელთა ნაწილიც წიგნში მოყვანილ მონაცემებს საეჭვოდ მიიჩნევდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ამ მიზეზთა გამო ანტიკური ხანის ზოგიერთი ავტორი პითეას მოიხსენიებდა,როგორც ცრუსა და ფანტაზიორს.მიუხედავად ამისა ცნობილია,რომ პითეამ იმოგზაურა დიდი ბრიტანეთის კუნძულების ირგვლივ და ბალტიის ზღვაში,სადაც მოიპოვებოდა მარმარილო,რომლითაც ვაჭრობდა კიდეც იგი.ბრიტანეთი მან აღწერა როგორც სამკუთხა ფორმის კუნძული და გამოიანგარიშა მისი მხარეების ზომები.მიუხედავად იმისა,რომ ბრიტანეთის კუნძულები მან შედარებით გადაჭარბებული ზომების ასახა,მის მიერ გამოსახული პროპორციები ნამდვილად სწორი გახლდათ.იგი იყო პირველი ბერძენი,რომელმაც აღწერა “პოლარული დღეები”,”პოლარული,ჩრდილოეთის ციალი” და ევროპის ჩრდილოეთში მდებარე “მარადიული ყინულები”,რომლის შესახებ ძველბერძნებს ჯერ კიდევ არაფერი სმენოდათ.ინფორმაცია ლეგენდარული კუნძულის ტულას შესახებ (რომელიც აღწერა თავის წიგნში პითეამ),მრავალი ანტიკური ხანის მეცნიერის დავის საგნად იქცა საუკუნეების განმავლობაში. (ავტორი გენია.ჯი) მეცნიერთა უმრავლესობას ამ კუნძულის არსებობა საერთოდ არ ჯეროდათ.პითეას მტკიცებით კი ტულაზე,პოლარული დღე მთელი თვის განმავლობაში გრძელდებოდა,რაც კიდევ უფრო ურწმუნოს ხდიდა მის ცნობებს.შუა საუკუნეებში ტულას კუნძულად,რომელიც აღწერილი ჰქონდა პითეას,მიიჩნევდნენ ისლანდიას,ფარერებს,ან კიდევ ორკნეის კუნძულებს.პითეა გარდაიცვალა ძვ.წ.აღ-ით დაახლოებით 310 წელს.მიუხედავად მრვალი ავტორის სკეპტიკურად განწყობისა მის მიერ მოწოდებული ცნობებისა,ფაქტია,რომ პითეა იმ პერიოდის ერთ-ერთი უდიდესი გეოგრაფი იყო. (ავტორი გენია.ჯი)

პითეას მოგზაურობის მარშრუტი

პითეას მიერ აღწერილი “ლეგენდარული კუნძული” – “ტულა”