ჰეტი გრინი – “უმდიდრესი ძუნწი ქალი”
ჰეტი გრინი (1834-1916 წლები),რომლის ნამდვილი გვარი გახლდათ – რობინსონი,წარმოადგენდა ამერიკელ მეწარმესა და ერთ-ერთ უმდიდრეს ქალს მსოფლიოში 1916 წლის მონაცემებით.იგი 6 წლის იყო როდესაც დაინტერესდა ბიზნესით და განუწყვეტლივ კითხულობდა ფინანსური ინფორმაციის შემცველ გაზეთებს. (ავტორი გენია.ჯი) 13 წლის ასაკში,ხდება საოჯახო ბიზნესის ბუღალტერი.მამის გარდაცვალების შემდგომ (რომელსაც გააჩნდა ვეშაპების რეწვის უზარმაზარი ბიზნესი),მას მემკვიდრეობით ერგო 7,5 მილიონი დოლარი.ამერიკაში მიმდინარე სამოქალაქო ომის,პერიოდში ინვესტირებას ეწეოდა და სესხებს გასცემდა სამხედრო პირებზე,რის შედეგადაც მისი შემოსავლები კიდევ უფრო დიდი გახდა.მას შემდეგ რაც გარდაეცვალა დეიდა,რომელმაც 2 მილიონი დოლარი უანდერძა საქველმოქმედო ორგანიზაციებს,იგი აქტიურად ჩაერთო სასამართლო საქმის წარმოებაში და მოითხოვა აღნიშნული ტანხის მის ანგარიშზე დადება,თუმცა სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა (იმ პერიოდში აღნიშნულმა საქმემ დიდი რეზონანსი გამოიწვია ამერიკაში).33 წლის ასაკში დაქორწინდა “მულტიმილიონერ” – ჰენრი გრინზე,რამაც მისი ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გააძლიერა. (ავტორი გენია.ჯი) წარმატებული ბიზნესსაქმიანობის გამო მას “უოლ-სტრიტის ჯადოქარიც” კი შეარქვეს.მიუხედავად მისი ესოდენ დიდი ფინანსური შესაძლებლობებისა,ჰეტის შესახებ უამრავი ისტორიები დადიოდა,როგორც ყველაზე ძუნწი ადამიანისა და აღნიშნული ისტორიები სრული სიმართლე გახლდათ.მაგალითისათვის კი ალბათ ქვემოთ მოყვანილი ფაქტებიც საკმარისი იქნება: უიშვიათესად ყიდულობდა ტანისამოსს და ძირითადად დადიოდა შავი კაბით; არ იყენებდა ცხელ წყალს და ამით “ეკონომიას” იცავდა; სამსახურის დროს იკვებებოდა 15 ცენტიანი პეროგებით და სხვა საკვებს ამ პერიოდში არ მიირთმევდა; სამუშაო კაბინეტი ბანკის შემოსასვლელში ჰქონდა მოწყობილი,რაც ფართის იჯარის ეკონომიით იყო გამოწვეული.ძალიან ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს და ძირითადად ცხოვრობდა იაფფასიან სასტუმროებში,რათა საგადასახადო სამსახურების ყურადღება არ მიეპყრო.მაშინ როდესაც მისმა პატარა ვაჟმა – ნედმა,ფეხი მოიტეხა,სპეციალურად ისე შეინიღბა,რომ არ ეცნოთ იგი,რათა უფასო სამედიცინო მომსახურებით ესარგებლა და ღარიბთა კლინიკაში ისე მიიყვანა შვილი.მიუხედავად ამისა ის იცვნეს,რის შემდეგაც მან საავადმყოფოდან გაიქცა და შვილი იქვე მიატოვა.საბოლოო ჯამში,პატარას ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა და იგი მთელი ცხოვრება პროთეზით გადაადგილდებოდა.იყო შემთხვევა,როდესაც 2 ცენტიანი მარკის გამო დიდი უსიამოვნება დაატეხა თავს მომსახურე პერსონალს.იგი თითოეული დოლარისათვის სიცოცხლესაც კი გაიღებდა. გარდა ამისა იმის გამო,რომ ფული დაეზოგა არაფრით გაიკეთა “თიაქარის” ოპერაცია,რომელიც იმ პერიოდისათვის 150 დოლარი ღირდა. (ავტორი გენია.ჯი) ამ პერიოდისათვის მისი ფინანსები 100-200 მილიონ დოლარს შეადგენდა,რაც თანამედროვე კურსით 2 მილიარდამდე დოლარია.შემდგომ მან რამდენჯერმე გადაიტანა ინფარქტი და საბოლოოდ გარდაიცვალა 1916 წელს ნიუ-იორკში,81 წლის ასაკში.ჰეტი გრინმა ისტორიაში თავი დაიმკვიდრა,როგორც ერთ-ერთმა უმდიდრესმა და ყველაზე ძუნწმა ადამიანმა,რომელმაც ფულს ყოველივე ანაცვალა,მათ შორის საკუთარი ვაჟისა და თავისი ჯანმრთელობაც კი.