“თანამედროვეები”
“თანამედროვეები” - ესპანურად ”Los Contemporaneos”,წარმოადგენდა ავანგარდულ ჯგუფს მექსიკელი ინტელექტუალებისა,რომლებიც გაერთიანდნენ ამავე სახელწოდების ჟურნალის ირგვლივ (1929-1931 წლები),რომელიც გამოიცემოდა მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში.თავიანთ თავს,ისინი “ჯგუფს ჯგუფის გარეშეს” უწოდებდნენ და მათმა უდიდესი როლი ითამაშეს მექსიკური ხელოვნების,ლიტერატურისა და კულტურის განვითარება-დახვეწაში. (ავტორი გენია.ჯი) 1928 წელს,საფრანგეთში მოგზაურობისას,ცნობილმა მექსიკელმა პოეტმა – ხორხე კუესტამ,გაიცნო ფრანგი მწერალი -ანდრე ბრეტონი,რომელთანაც ურთიერთობამ მას შთააგონა,აღნიშნული ჯგუფის ჩამოყალიბება მექსიკაში.’თანამედროვეების” ჯგუფში შედიოდნენ ისეთი ცნობილი მექსიკელი ინტელექტუალები,როგორებიც იყვნენ: სალვადორ ნოვო,კარლოს პელისიერი,ხაიმე ტორეს ბოდეტი,ხორხე კუესტა და სხვები.აღნიშნული ჯგუფი ძალიან დაუახლოვდა ევროპულ ესთეტიკასა და ევროპაში ფართოდ გავრცელებულ სიურეალიზმს.ფინანსურ დახმარებას კი მათ უწევდა,ცნობილი მექსიკელი მწერალი,ხელოვნების მოყვარული და საყოველთაოდ ცნობილი მოცეკვავე – ანტონიეტა რივას მერკადო (1900-1931 წლები).აღნიშნულმა ჯგუფმა დიდი გავლენა იქონია,მომდევნო თაობების,ისეთ ცნობილ მექსიკელ ინტელექტუალებზე,როგორებიც არიან: კარლოს ფუენტესი,ოქტავიო პასა,ხუან რულფო,ხოსე ემილიო პაჩეკო და სხვები. (ავტორი გენია.ჯი) ფაქტიურად “თანამედროვეები”-ს ავანგარდული ჯგუფი,ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენისა და ერთგვარი ხაზის გამტარებელი “ინტელექტუალთა” ორგანიზაცია იყო XX საუკუნის მექსიკის ხელოვნებასა და კულტურაში,რომელთაც მკვიდრად დაიმკვიდრეს თავი ამ ქვეყნის ხელოვნებაში.