მაიკლ ჯერალდ „მაიკ” ტაისონის მოსაზრებები…
1. „საკუთარი პიროვნების ძიებაში ისე გავერთე, რომ საბოლოოდ, საკუთარი თავი დავკარგე”.
* * *
2. „ჩემი მოსაზრებით, ნამდვილი თავისუფლება არის ის, როდესაც არაფერი გაგაჩნია. მე ბევრად თავისუფალი ვიყავი მაშინ, როდესაც ჯიბეში ერთი ცენტიც კი არ მქონდა და ქუჩაშიც ვერავინ მცნობდა”.
* * *
3. „მე არა ვარ დედა ტერეზა, თუმცა არც ჩარლზ მენსონი ვარ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. „მე ვერასოდეს ვიქნები ბედნიერი. დარწმუნებული ვარ, რომ მარტოობაში გარდავიცვლები. ფაქტიურად, მთელი ცხოვრება მარტოობაში გავატარე, თუ არ ჩავთვლით ჩემს რამდენიმე სავარძელს და განუზომელ სულიერ ტკივილს”.
* * *
5. „ნამდვილად უნდა ვიყო ცხოვრების მადლიერი იმისთვის, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ”.