“მცდარი დასკვნები”
1. “მე ვფიქრობ,ვერ შევძლებ ვიცოცხლო იმ ასაკამდე,რომ ოდესმე მოვესწრო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე – ქალის ხილვას” – განაცხადა 1969 წელს,ლეგენდარულმა მარგარეტ ტეტჩერმა.ამ სიტყვებიდან 10 წლის შემდეგ კი იგი თავად გახდა პირველი ქალი-პრემიერი,დიდი ბრიტანეთის ისტორიაში.
2. “უფრო დიდ თვითმფრინავს,ვერავინ ვერასდროს ააგებს” – განაცხადა კომპანია Boeing 247-ს ერთ-ერთმა მთავარმა კონსტრუქტორმა 1933 წელს,მაშინ როდესაც აღნიშნული თვითმფრინავის ტევადობა,პილოტების გარდა 10 მგზავრისაგან შედგებოდა. (ავტორი გენია.ჯი)
3. “რაკეტას არასოდეს შეეძლება დედამიწის ატმოსფეროს ზედა ზღვარის გადალახვა” – წერდა,მსოფლიოში ცნობილი,ამერიკული გაზეთი “ნიუ-იორკ თაიმსი” 1936 წელს.
4. “ეს მართლაც დიადი გამოგონებაა,თუმცა თავად განსაჯეთ ვის მოესურვება მისით სარგებლობა?” – 1876 წელს,განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა – რეზერდორფ ბიჩარდ ჰეისმა,ალექსანდრე ბეილის მიერ წარმოდგენილი,ახლად გამოგონებული “ტელეფონის” შესახებ. (ავტორი გენია.ჯი)
5. “რადიოს მომავალი არ აქვს” – 1897 წელს განაცხადა,დიდმა ბრიტანელმა ფიზიკოსმა და დიდი ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელმა – ლორდ კალვინმა.