ნიკო გომელაური – “შუა-ღამე დგება როცა”

შუაღამე დნება როცა,

ვიღაც სტრიქონს წერს…

ვიღაც ფრენს და ვიღაც ცოცავს,

ზოგიერთიც თვლემს…

***

მე კი ისევ ვთვრები,ვთვრები,

ვრითმავ,ვცოცავ,ვფრენ…

მე გავბედე ყველაფერი.

ნუ გაბედავთ თქვენ.