“ექვთიმე (ღვთისკაცი) თაყაიშვილის მოგონებებიდან”…
“იმხანად უკვე გარკვეული მქონდა მუშაობის მთავარი მიზანი: რამდენადაც შეიძლებოდა და გარემოება ნებას მაძლევდა,შემეკრიბა მასალა საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის; ყოველი ძალ-ღონე მეხმარა ძეგლთა დაღუპვისა და დაკარგვისაგან გადასარჩენად; რაც შეიძლებოდა,მეტი გამომემზეურებინა და მისაწვდომი გამეხადა მკვლევართათვის. ეს მიმაჩნდა ჩვენი კულტურის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანეს საქმედ მაშინ – იმ რწმენით,რომ,როდესაც ასეთი მასალა საკმაოდ დაგროვდებოდა,გამოჩნდებოდნენ ჩვენში მეცნიერები,რომლებიც ჯეროვნად შეგვიდგენდნენ საქართველოს ისტორიას,გაგვიშუქებდნენ იმ მართლაც და დიდ კულტურას,რომელსაც ქართველმა ერმა მიაღწია ჯერ კიდევ შორეულ წარსულში.ძველ საქართველოზე მრავალგზის თავდამტყდარმა უბედურებამ ქართული… (ავტორი გენია.ჯი) კულტურის მრავალი ძეგლი იმსხვერპლა,ხოლო რაც გადარჩა,იმათგანაც ბევრი რამ რომანოვების ხანაში,მთავრობის მოხელეთა უკულტურო ბატონობასა და ჩვენ წარსულ თაობათა შეუგნებლობა-დაუდევრობის გამო გაჩანაგდა და განადგურდა.ამიტომ გასაკვირიც არაფერია,თუ ჩვენ …კულტურისა და ყოფა-ცხოვრების ნივთიერ ნაშთაგან,ძალიან ცოტაღა გვაქვს დარჩენილი”. (ავტორი გენია.ჯი)