ლეო X – “ეპიზოდი”

რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმყრობელი 1513-1521 წლებში - ლეო X (ერისკაცობაში – ჯოვანი დი ლორენცო დე’ მედიჩი),მთელი ცხოვრების მანძილზე იტანჯებოდა თვალების (ახლოხედვის) პრობლემით,რაც ასაკში შესვლასთან ერთად კიდევ უფრო ურთულდებოდა (აღსანიშნავია,რომ მიუხედავად ახლოხედვისა, (ავტორი გენია.ჯი) საჯაროდ სათვალეები არასოდეს უტარებია).საბოლოოდ მას,მხოლოდ 10 სანტიმეტრის სიშორის მანძილზე შეეძლო ნორმალურად ხედვის უნარის შენარჩუნება,რის გამოც იგი არა ერთხელ გამხდარა მისი “ავადმოსურნეების” დაცინვისა და ქილიკის ობიექტი.მაგალითად,ცნობილი იტალიელი მწერალი მარიო ეკვიკოლა – ლეო X-ეს შესახებ ახლო წრეში მრავალმნიშვნელოვნად ამბობდა:

“მისი უწმინდესობა – რომის პაპი ლეო X,მიუხედავად ახლომხედველობისა,სათვალეებს არასოდეს ატარებს და მგონი არც ესაჭიროება,რადგან ის კარდინალ არაგონელის მეშვეობითა და საკუთარი წინდახედულებით,ისედაც საკმაოდ კარგად ხედავს ყოველივეს,რაც მის ირგვლივ ხდება”. (ავტორი გენია.ჯი)