“ქალი ელჩედან”
“ქალი ელჩედან” - ესპანურად “Dama de Elche”,გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ძეგლი (ქანდაკება) იბერიული (ძველესპანური) ხელოვნებისა,რომელიც სპეციალისტთა ვარაუდით დამზადებული უნდა იყოს ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში.იგი აღმოჩენილ იქნა 1897 წლის 4 აგვისტოს,კერძო მიწის ნაკვეთზე ესპანეთის ქალაქ ელჩეს სიახლოვეს.აღმოჩენის შემდეგ გაყიდულ იქნა საფრანგეთში და შეისყიდა პარიზელმა კოლექციონერმა,რომელმაც “ქალი ელჩედან” ლუვრის საგამოფენო დარბაზში წარადგინა. (ავტორი გენია.ჯი) მისმა წარდგენამ კი უდიდესი ფურორი გამოიწვია და გრანდიოზული სენსაციის შემოქმედიც გახდა,რადგან კაცობრიობის წინაშე ახალი ფურცელი იშლებოდა “ანტიკური ხანის ხელოვნებისა”.1941 წელს ისტორიაში ცნობილი “ვიშის კოლაბორაციონალური რეჟიმის” (1940-1945 წლებში),მიერ,როგორც კეთილშობილური ჟესტი ესპანელთა მიმართ,იგი გადასცეს – ფრანსისკო ფრანკოს,რომელმაც თავის მხრივ მას ბინა დაუდო მადრიდის “პრადოს მუზეუმში”.ქანდაკება დამზადებულია პოლიქრომული ქვისაგან და გამოსახავს მდიდარი აღკაზმულობის მქონე ქალს,განსაკუთრებულად უცხო ვარცხნილობით.არის ვერსიები,რომ აღნიშნული ქანდაკება ძველბერძენი ხელოსნის მიერ არის დამზადებული,რომელიც იმ ეპოქაში ესპანეთს სტუმრობდა,თუმცა არის მეორე ვერსია,რომლის მიხედვითაც იგი უფრო შეიცავს პუნიკური ხელოვნების ნიმუშებს და ერთგვარად წარმოადგენს ფინიკიელთა სიყვარულისა და ძალაუფლების ქალღმერთს – ასტარტას.1995 წელს გამოითქვა მოსაზრება,რომ იგი ყალბი ქმნილება გახლდათ,თუმცა 2005 წლის სრულყოფილმა ანალიზმა ცხადყო,რომ “ქალი ელჩედან”,მართლაც ანტიკურ ხანის ნიმუშს განეკუთვნება და მასში ეჭვის შეტანა ყოვლად უსაფუძვლოა. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობით,ესპანელთათვის ესოდენ ძვირფასი ისტორიულ-კუტურული ძეგლი დაცულია “მადრიდის ეროვნულ მუზეუმში”,თუმცა ვალენსიაში შექმნილია სპეციალური ფონდი,რომელიც ზრუნავს იმაზე,რომ იგი კვლავ ელჩეს დაუბრუნოს.