დედოფალი ვიქტორია – “ეპიზოდი”
XIX საუკუნეში,მაშინ,როდესაც დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი გახლდათ ყველასათვის ცნობილი ისტორიული პერსონა - დედოფალი ვიქტორია (1819-1901 წლები),ლონდონს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ერთ-ერთი აფრიკული ტომის ბელადი.დედოფალთან დიპლომატიური აუდიენციის შემდეგ,სტუმარი მიწვეულ იქნა სამეფო სადილზე,სადაც ყოველი დეტალი მკაცრი პროტოკოლის მიხედვით იქნა წარმართული მანამ,სანამ სუფრასთან ახლად მიწვეულ სამეფო ოჯახსა და “საპატიო სტუმრებს” მომსახურე პერსონალმა არ მიართვა წყლით სავსე თასი (რომელიც როგორც წესი განკუთვნილი იყო ხელების დასაბანად). (ავტორი გენია.ჯი) როდესაც აფრიკული ტომის ბელადს აღნიშნული თასი მიართვეს,მან იგი მსახურს ჩამოართვა და ყველა დამსწრის გასაოცრად,ხელების დაბანის ნაცვლად,სრულიად დალია და გამოცალა იგი.აღნიშნულმა საქციელმა საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო სადილზე მიწვეული სტუმრები,თუმცა გამოსავალი ისევ დიდმა დედოფალმა ვიქტორიამ გამონახა,რომელმაც ასევე დალია თასიდან ხელების დასაბანად განკუთვნილი წყალი. (ავტორი გენია.ჯი) დედოფლის შემდეგ კი სუფრის ყოველმა წევრმა ანალოგიუარი საქციელი მოიმოქმედა და ამ გზით დიდი სირცხვილისაგან და უხერხულობისაგან იხსნეს საპატიო სტუმარი აფრიკიდან.აღნიშნულმა კეთილშობილურმა აქტმა კი კიდევ უფრო აამაღლა ისედაც მაღალი რეიტინგი დედოფლისა.