“მსოფლიო რელიგიების შესახებ”…

ნებისმიერი რელიგია რწმენას ეროვნებაზე და სახელმწიფოზე მაღლა აყენებს და ყოველგვარი იდეა,ქმედება თუ ღირებულება,რაც მის დოგმებს ეწინააღმდეგება,მიუღებლად მიაჩნია.როცა ქრისტიანობა,ბუდიზმი ან ისლამი ვრცელდებოდა ამა თუ იმ ხალხში,აუცილებელი იყო ხალხს უარი ეთქვა იმ წეს-ჩვეულებებზე,ტრადიციებზე და იდეებზე,რომლებიც მათთვის ახლობელი და წინაპრებიდან მომდინარე იყო,მაგრამ,ახალ სარწმუნოებას არ შეესაბამებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ესეიგი ხალხი უარს ამბობდა ეროვნული კულტურის საკმაოდ დიდ ნაწილზე და მის ნაცვლად ახალ,რელიგიურ კულტურას ითვისებდა.ეს კულტურა კი ზეეროვნული და ზესახელმწიოებრივი იყო.რელიგიური მორალიდან გამომდინარე,მხოლოდ შენივე სარწმუნოების ადამიანია შენი სულიერი ძმა და იგი უფრო ახლობელია რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს,ვიდრე შენი ეროვნების ის წარმომადგენელი,რომელიც სხვა სარწმუნოებას აღიარებს.აქედან გამომდინარე,რომელიმე რელიგიის გავრცელება უკვე თავისთავად იყო თავისებური “რელიგიური გლობალიზაცია”.ისლამი,მაგალითად საერთოდ უარყოფს ეროვნულ დაყოფას და ყველა მუსულმანი ერთიანი საზოგადოების “უმმას” წევრად მიაჩნია.შესაბამისად არსებობს ერთიანი ისლამური საზოგადოება,მუსლიმანი ხალხი და ისლამური კულტურა,ხოლო საკუთარ ენებზე ლოცვა კატეგორიულად აკრზალულია და ამ მიზნით მხოლოდ არაბული ენა გამოიყენება. (ავტორი გენია.ჯი) იგივე შეიძლება ითქვას ქრისტიანულ რელიგიაზე.განსაკუთრებით კი კათოლიციზმზე,სადაც წირვა-ლოცვა მხოლოდ ლათინურ ენაზე უნდა შესრულებულიყო.აღნიშნული კი თავისებური ენობრივი გლობალოზაციის მაგალითებია.

ცხადია,ვერავინ ვერ უარყოფს ქრისტიანული (მის შიგნით კი მართლმადიდებლური,კათოლიკური),ისლამური,ბუდისტური,ინდუისტური და კონფუციანური კულტურის არსებობას.არც ის არ არის სადავო,რომ ერთი და იმავე რელიგიის მიმდევარი ხალხების კულტურებს გაცილებით მეტი აქვთ საერთო ერთმანეთთან,ვიდრე სხვა რელიგიის კულტურებთან (მაგალითად ქართველი,ბერძენი – საერთო მართლმადიდებლური კულტურის მატარებლები არიან და ერთმანეთთან უფრო ახლოს დგანან,ვიდრე ფრანგებთან და მით უმეტეს არაბებთან).მაგრამ ეროვნული კულტურების სრული შერწყმა და ერთიანი ზენაციონალური რელიგიური კულტურების წარმოქმნა მაინც არ მოხდა.ქართული კულტურა,მაგალითად,საგრძნობლად განსხვავდება ასევე მართლმადიდებლური ბულგარული ან სერბული კულტურისაგან.იგივე შეიძლება ითქვას სხვა ერთი და იგივე სარწმუნოების,მაგრამ სხვადასხვა ეროვნების ხალხთა კულტურების შესახებაც.მაშასადამე,კულტურის გლობალიზაცია საშუალოდ რელიგიამ ვერ შეძლო,თუმცა სწირედ მან ითამაშა ყველაზე დიდი როლი იმ პროცესებში,რომლებსაც დღეს გლობალიზაციას ვუწოდებთ. (ავტორი გენია.ჯი)