ალექსანდრე კაბანელი – “ვენერას დაბადება”
“ვენერას დაბადება” - წარმოადგენს გენიალურ ტილოს,ერთ-ერთი გამოჩენილი ფრანგი მხატვრისა და აკადემიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის - ალექსანდრე კაბანელისა (1823-1889 წლები),რომელიც დახატულ იქნა 1863 წელს და სურათის სრული ზომებია 130 სანტიმეტრი სიმაღლეში,ხოლო 225 სანტიმეტრი სიგანეში.ტილოს სიუჟეტი აღებულია ძველბერძნული კლასიკური მითოლოგიის მიხედვით,სადაც ზღვის ქაფისაგან შეიქმნა და დაიბადა სილამაზისა და სიყვარულის ღვთაება აფროდიტე იგივე (ვენერა). (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა მითოლოგიურმა სიუჟეტმა,მხატვარს მისცა საშუალება გამოესახა სურათზე ეროტიზმის ელემენტები,ისე,რომ არ დაერღვია მორალური პრინციპები,რაც პუბლიკის კრიტიკას გამოიწვევდა.პირველად “ვენერას დაბადება” წარმოდგენილ იქნა 1863 წელს,პარიზის სამხატვრო სალონში და უდიდესი ყარადღება დაიმსახურა.ამასთანავე კრიტიკოსების მიერ იგი მოწონებულ იქნა და აღნიშნული სალონის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად იქნა მიჩნეული.აღსანიშნავია ისიც,რომ ამავე სალონიდან იგი,შეძენილ იქნა საფრანგეთის მეორე რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტისა და შემდგომში იმპერატორის ნაპოლეონ II-ის მიერ,პირადი კოლექციისათვის.აღნიშნული ტილოს შესახებ მრავალი ხელოვანი საუბრობდა,მათ შორის ემილ ზოლა,რომელიც აღფრთოვანებული გახლდათ ამ შესანიშნავი ტილოთი.1881 წლიდან – 1926 წლების პერიოდებში იგი ხშირი “სტუმარი” გახლდათ პარიზის “ლუქსემბურგის ბაღის” სამხატვრო მუზეუმისა,მიუხედავად იმისა,რომ 1896 წელს სურათი გადაეცა ლუვრს,საიდანაც ტილო ზემოთ აღნიშნულ მუზეუმში ხშირად იგზავნებოდა.1978 წლეს ალექსანდრე კაბანელის გენიალური ნამუშევარი “ვენერას დაბადება”,მსოფლიოში ცნობილ პარიზში მდებარე “ორსეს ხელოვნების მუზეუმს”,სადც იგი დღემდეა დაცული და კვლავ აღფრთოვანებაში მოყავს მნახველი. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ისიც,რომ გარდა კაბანელის მიერ შექმნილი “ვენერას დაბადებისა”,აღნიშნული თემატიკაზე ტილოები შექმნილი აქვთ ისეთ დიდ გენიოსებს,როგორებიც იყვნენ: სანდრო ბოტიჩელი და ადოლფ უილიამ ბუგერო.ცნობილია ის ფაქტიც,რომ კაბანელმა 1875 წელს დახატა ამ სიუჟეტის მქონე კიდევ ერთი ანალოგიური ვერსია,რომელიც შედარებით მომცრო ზომებისაა (106 სანტიმეტრი სიმაღლით და 182,6 სანტიმეტრი სიგანით) და იგი დაცულია,ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს ყველზე ცნობილი მუზეუმის “ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში”.