“ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული მეცნიერებათა აკადემია”
“ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული მეცნიერებათა აკადემია” - ინგლისურ ენაზე “United States National Academy of Sciences”,წარმოადგენს წამყვან სამეცნიერო ორგანიზაციას ამ დიადი ქვეყნისა და იგი დაარსებულ იქნა 1863 წლის 3 მარტს,ამერიკის კონგრესის აქტის საფუძველზე,რომელსაც დაუყონებლივ მოაწერა ხელი,ქვეყნის ლეგენდად ქცეულმა პრეზიდენტმა – აბრაამ ლინკოლნმა.აკადემიის უმთავრესი ფუნქცია გახლავთ,რჩევები ეროვნული საკითხებისა,ისეთ სფეროებში,როგორებიცაა: მეცნიერება,ტექნიკა და მედიცინა.დღესდღეობით აღნიშნული აკადემია 2000 მოქმედ წევრსა და 350 უცხოელ წევრს ითვლის. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ აკადემიკოსთა შორის 200 “ნობელიანტი” მეცნიერია.აკადემიის წევრებს ირჩევენ “ფარული კენჭისყრით და ისინი აღნიშნული სამეცნიერო აკადემიის წევრები მუდმივი ვადით ირჩევიან. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი უდიდესი სამეცნიერო ორგანიზაციის წევრობა,ნებისმიერი მეცნიერისათვის უდიდეს პატივად მიიჩნევა,რაც მათ მოღვაწეობასა და სახელს კიდევ უფრო დიდ აღიარებას ანიჭებს.ამიტომ აკადემიის წევრები ერთგვარი სიმბოლო არიან თავიანთივე მეცნიერული მიღწევებისა,რაც გამოხატულ იქნა კიდეც მათი არჩევისას ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიაში.აღნიშნულ აკადემიას სათავეში უდგას 12 მეცნიერისაგან შედგენილი საბჭო,რომელთაც თავის მხრივ აკადემიის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს.მათ ამ პოსტზე 6 წლის ვადით ირჩევენ და მხოლოდ ორჯერ აქვთ პოსტის დაკავების უფლება.როდესაც ისინი პოსტებს ტოვებენ,აკადემიაში ჩვეულებისამებრ აგრძელებენ მოღვაწეობას.აღსანიშნავია ისიც,რომ აკადემიაში გარდა ამერიკელებისა მოღვაწეობენ მსოფლიოში ცნობილი სხვადსხვა პროფესიების მეცნიერები,რაც მის პრესტიჟს კიდევ უფრო მაღლა სწევს. (ავტორი გენია.ჯი) ამ მიზეზტა გამო კი “ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული მეცნიერებათა აკადემია”,მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო მეცნიერაბათა აკადემიად მსოფლიოში,სადაც მოღვაწეობდნენ და დღესაც აგრძელებენ მოღვაწეობას კაცობრიობის უდიდესი გენიოსები.
“ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის” – ემბლემა