“კოსმოსური კალამი” – “Space Pen”
“კოსმოსური კალამი” - “Space Pen”,მოიხსენიებენ ასევე,როგორც “უწონადობის კალამი” და იგი წარმოადგენს ბურთულიან კალამთა რიგს,რომელიც იწარმოება კომპანია “Fisher Spacepen”-ის მიერ.მასში მელანი სპეციალურ კარტრიჯშია მოთავსებული,რომელიც წნევის შედეგად რეგულირდება.მისი უმთავრესი თვისება გახლავთ დაწეროს ექსტრემალურ პირობებში,ექსტრემალური ტემპერატურის დროს,მაგალითად: კოსმოსში,წყალქვეშ და ასე შემდეგ. (ავტორი გენია.ჯი) მან შესაძლოა წერის უნარი შეინარჩუნოს -35 გრადუს-ცელსიუსიდან +120 გრადუს ცელსიუსამდე და მისი მოხმარების ვადა განისაზღვრება 100 წლით.მას ამზადებენ ვოლფრამის კარბიდით და იგი პირველად შემუშავებულ იქნა ამერიკელი გამომგონებლისა და მეწარმის – პოლ ფიშერის მიერ.1967 წლამდე ასტრონავტები კოსმოსში საწერ კალმად იყენებდნენ ფლომასტერებს,ან კიდევ მექანიკურ ფანქრებს,თუმცა NASA-ს მიერ აღნიშნული კალამი მოწონებულ იქნა და 1967 წლის შემდეგ იგი გამოიყენება კოსმოსურ სივრცეში წერისათვის.იყო ვერსია,რომ ამ საწერი კალმის შესაქმნელად NASA-მ 1 მილიონი დოლარი გამოყო,თუმცა აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება,რადგან “უწონადობის კალამი” ფიშერმა,ყველასაგან დამოუკიდებლად შექმნა და NASA-ს არანაირი სუფსიდირება არ გაუწევია მისთვის.NASA-მ მხოლოდ,შემდგომში მის დახვეწაში მიიღო მონაწილეობა. (ავტორი გენია.ჯი) თითოეული ასეთი კალმის ეგზემპლარის დამზადება 100 დოლარი ღირდა,თუმცა მოგვიანებით NASA-ს მიერ მართლაც დაიხარჯა 1 მილიონი დოლარი მისი დახვეწისათვის და პროექტ Apolo-სათვის (კოსმოსური გაფრენების სერია 1961-1975 წლებში) და მა პერიოდში თითოეული “უწონადობის კალმის” ღირებულება 6 დოლარს არ აღემატებოდა.დღესდღეობითაც “უწონადობის კალამი”,შეუცვლელ საწერ საშუალებადაა მიჩნეული ექსტრემალური სიტუაციების დროს,განსაკუთრებით კი ასტრონავტებისათვის კოსმოსში. (ავტორი გენია.ჯი)