ვარსკვლავი – “SDSS J102915 +172927″
“SDSS J102915 +172927″ - გახლავთ უცნაური სახელწოდების მქონე ვარსკვლავი,რომლის სახელწოდებაშიც მოქცეულია,კოორდინატები მისი განლაგებისა გალაქტიკაში.2011 წელს ევროპელმა ასტრონავტებმა “ლომის თანავარსკვლავედში” აღმოაჩინეს ახალი ვარსკვლავი,რომლის მოცულობაც,მზის ანალოგიური მაჩვენებლის 80%-ს შეადგენს,რაც სხვა ვარსკვლავებისაგან განსხვავებით,არც თუ ისე დიდი მოცულობისაა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც სპეციალისტები ირწუნებიან იგი 13 მილიარდი წლის წინათ უნდა შექმნილიყო,სულ კი ცნობილია,რომ სამყარო დღევანდელი ფორმით 13,7 მილიარდი წლის წინათ ჩამოყალიბდა და შესაბამისად აღნიშნული ვარსკვლავი ერთ-ერთი უძველესი ეპოქისაა. (ავტორი გენია.ჯი) ასტრონავტებისა და მეცნიერების გაოცების საგანს წარმოადგენს ის,რომ აღნიშნული ვარსკვლავი დიდი ხნის წინ უნდა “გამქრალიყო”,რადგან მისი შემადგენლობის 99,99993% წყალბადისა და ჰელიუმისაგან შედგება,აღნიშნული ელემენტები კი საკმაოდ მსუბუქია კონდენსაციისათვის,რომ ვარსკვლავად წარმოქმნილიყო და მითუმეტეს მილიარდობით წელი ეარსება.ასტრონომები დღემდე გაოგნებული არიან და ცდილობენ ამოხსნან,ის თუ როგორ შეძლო ამ საოცარმა ვასკვლავმა ფორმირება,სხვა შედარებით მძიმე ელემენტების გარეშე.ამ საკითხზე მუშაობა დრემდე აქტიურად მიმდინარეობს,თუმცა შედეგი ჯერ-ჯერობით არ ჩანს. (ავტორი გენია.ჯი)