ვაჟა-ფშაველას პასუხი – აკაკი წერეთელს!

ქართული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო აკაკი წერეთელი,მაგრამ ვაჟას მაინც რატომღაც არა სწყალობდა.ჟურნალი “კვალი”,რომლის სარედაქციო კოლეგიის წევრიც აკაკი გახლდათ,ვაჟას ლექსებს არ ბეჭდავდა,უწუნებდა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ იმ დროს,როცა ვაჟასთვის იუბილეს გამართვაზე საზოგადოებრივი აზრი მომწიფებული იყო,აკაკიმ 1913 წელს გაზეთ “თემში” გამოაქვეყნა ლექსი:

“ვაჟა-ფშაველას!”

ენას გიწუნებ,ფშაველო,მგოსანო მაღალ მთისაო,

თუმც კი გვითესავ მარგალიტს!.. მკითხველიც იმას მკისაო!

ჯერ არ ვყოფილვარ ფშავეთში,მაგრამ კი ვიცნობ ცნობითა.

შენ დამიხატე ის მხარე ფშავურის ჭკუა-გრძნობითა.

და რაც არ გადმოგიცია მის მშვენებაზე ენითა,

მე თვითონ მივხვდი ყოლიფერს,შენთანვე აღმაფრენითა.

ვიცი,რომ ფშავლის სოფელი წმინდაა,მაღალ მთისაო,

ენა-მეტყველი სიმართლის,გულ-მკერდი ფოლადისაო.

წინათ რომ ხმალი უჭრიდათ,სადღეიოდ სჭრის კალამი.

გადაეც ბარის მგოსნისგან მთიულებს ძმური სალამი”.

ვაჟას მტკივნეულად განუცდია “ენის დაწუნება”.ეწყინა აკაკის ასეთი გამოლაშქრება,განსაკუთრებით მისი იუბილისათვის მზადების პერიოდში.მართლაც ჩაიშალა სამზადისი.ვაჟას დავით კლდიაშვილისათვის შეუჩივლია: “ახირებული ადამიანია ეს ჩვენი აკაკი! “ენას გიწუნებ ფშაველოო”.კაცო,მე ამ ენით მომწონს თავი,თორემ სხვა რა არის ჩემს ლექსებში და პოემებში! თუ ენაც დასაწუნია,მაშ აღარაფერი ყოფილა და ბარემაც ასე სთქვი პირდაპირ და ის იქნება! უცნაური კბენა იცის ხოლმე!” (ავტორი გენია.ჯი)

როგორც ეტყობა “დიდი” ვაჟა,ქართველ “მგოსანზე” – აკაკი წერეთელზე პასუხის გაცემისაგან თავს იკავებდა: ეკრძალებოდა საქართველოს უგვირგვინო მეფისათვის სიტყვის შემობრუნება,შიშობდა,მკრეხელობაში არ ჩამოერთვათ, (ავტორი გენია.ჯი) უაზრო კინკლაობაში,რაც მოყვარეს გულს მოუკლავდა,მტერსა და დუშმანს კი გაალაღებდა,არადა უპასუხოდ დატოვება არ შეეძლო და ბოლოს მაინც უპასუხა:

“დაგვიანებული პასუხი აკაკის”

ბევრი ვიფიქრე ძალიან,თუ რა პასუხი გამეცა

შენთვის,მცხოვანო პოეტო; დღეცა ვფოქრობდი ღამეცა.

როს დავაპირე სიტყვის თქმა,უცებ თავზარი დამეცა:

სიტყვა მოსული სათქმელად,ენიდან მომწყდა გამექცა.

დავღონებულვარ ძალიან,თითქოს სახლ-კარი დამექცა.

რადა? რა ღმერთი გამიწყრა მარგალიტების მფლობელსა,

რომ თავის უშნო ენითა ვერას ვაგონებ მშობელსა?!

ბულბულისათვის გალობა დაუწუნია რომელსა?

მარგალიტების მფლობელი ენასა ხმარობს ღონედა,

და როცა მარგალიტს სთესავს,ან თუ ააგებს ყორედა,

მაინც ის არი,რაც არი,ჭორები მოაშორეთა!

იქნებ,მე,ჩემმა ენამა,სამშობლო დავაღონეთა?

ფრთები შევკვეცეთ ოცნებას,დავამხეთ,დავამონეთა?

უვარგისობის მიზეზი ფშავლობა არის სწორედა.

მიძღვნილი არი მთის მიერ,ჩამოტანილი ქარისა,

რატომ არ ჰგუობს არ ვიცი ამ ჰანგს ბუნება ბარისა?

აქაც ხომ ქართველები ვართ,ყვავილი აქაც ჰყვავისა,

ხატად ჰყავ,სალოცავ ხატად,მთიელთ სამშობლო თავისა.

და ენა მთისა სიმტკიცით მსგავსია კლდისა სალისა,

იქნებ,აკლია,არ ვიცი ამ ლომს სინაზე ქალისა?

ამისთვის დასაგმობია და წასაღები წყალისა?!

კაცი მეტყველი,მგრძნობელი,ცხოვლად ამხელი თვალისა,

ამგვარის ამბის მოწამე,შევდრკე,დავმინჯდე ლამისა.

მაინც წინ მივალ,მაინცა,არ მეშინიან შარისა,

გულს მისვენია ხატადა ენა მთისა და ბარისა.

მე არც ერთ კილოს არ ვწუნობ,თუა ქართულის გვარისა.

მოთაყვანე ვარ ყოვლისა იმათ ტკბილის და მწარისა.

სხვა რა მაშინებს,ისა ვსთქვათ,დამხშობი მზის და მთვარისა,

სამშობლოს დამამხობელი და გამომჯრელი კარისა…

სჯობს,რომ იმაზე ვიტიროთ,მუდამ მთქმელი ვარ ამისა.

ნუ შეგაშინებთ არ გავნებსთ მთიდან ყვირილი ხარისა”.