კნუტ ჰამსონის ბიოგრაფიიდან…

კნუტ ჰამსონი (1859-1952 წლები),გახლდათ ნორვეგიელი მწერალი,რომელსაც 1920 წელს მიანიჭეს “ნობელის პრემია” ლიტერატურის დარგში.იგი ავორია ისეთი გახმაურებული რომანებისა,როგორებიცაა: “მისტერიები”,”ვიქტორია” და უმთავრესი რომანი,რომელმაც მას ესოდენ დიდი პრემია მოუტანა – “მიწის მადლი”.

მისი ბიოგრაფიიდან გამოსაყოფია რამდენიმე მოვლენა,მათ შორის ის,რომ აშკარა მხარდაჭერას გამოხატავდა “ფაშისტების” მიმართ და ყველაზე გასაოცარი რაც იყო,არის კნუტ ჰამსონის მიერ ნობელის პრემიის გადაცემა “საჩუქრად” – “მესამე რაიხის” პროპაგანდის მინისტრს,ერთ-ერთ ყველაზე დიდ კაცთმოძულე – პაულ იოზეფ ჰებელსს.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მისმა შემოქმედების წარმატებამ,პირველად გერმანიაში ჰპოვა აღიარება. (ავტორი გენია.ჯი) მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 1945 წელს,იგი დაკავებულ იქნა და ნორვეგიაში ბრალი წაეყენა “სამშობლოს ღალატში”,თუმცა მოგვიანებით თავის დაღწევა შესძლო ციხიდან და მოხუცთა თავშესაფარს შეაფარა თავი.ცნობილია ისიც,რომ კნუტ ჰამსონის შესახებ,მაქსიმ გორკი 1928 წელს წერდა: ”თანამედროვე ლიტერატურაში,მე ვერ ვხედავ ვერავის,თანაბარს კნუტ ჰამსონის ორიგინალური შემოქმედებისა”.

თუმცა მომდევნო წლებში მისმა “პროფაშისტურმა” ხედვებმა,მის მიმართ ერთგვარი უნდობლობა გამოიწვია.მასვე ეკუთვნის “ნეკროლოგი”,რომელიც ადოლფ ჰიტლერის გარდაცვალების შემდგომ მიუძღვნა “ფიურერს”,რომელშიც ხოტბას ასხამდა მას და წერდა,რომ: “ჰიტლერი იყო საუკეთესო მებრძოლი,ყველა ერის უფლებების დაცვის მხრივ”.

კნუტ ჰამსონი გარდაიცვალა 1952 წლის 19 თებერვალს და მისი ნაწარმოებების სრულად გამოცემა მხოლოდ 1954 წელს მოხერხდა.ისტორიაში კი ჰამსონი შევიდა,როგორც ერთ-ერთი უიშვიათესი ნობელიანტი მწერალი,რომელმაც საკუთარი ჯილდო “ფაშისტების” პროპაგანდის მინისტრს – ჰებელსს,საზეიმოდ გადასცა. (ავტორი გენია.ჯი)