მენაჰემ ბეგინი – “ეპიზოდი”

მენაჰემ ბეგინი (1913-1992 წელბი) გახლდათ ისრაელის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე,ამ ქვეყნის რიგით მე-7 პრემიერ-მინისტრი 1977-1983 წლებში და “ნობელის პრემიის” ლაურეატი 1978 წელს (მშვიდობის დარგში),რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში,ხელმძღვანელობდა ებრაულ “იატაკქვეშა” ორგანიზაციას – “ირგუნს”.მისი პიროვნების შესახებ უამრავი მითი თუ რეალური ისტორია დადიოდა მას პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ხშირად “დემაგოგად” მოიხსენიებდნენ,თუმცა დიდი ნაწილი მენაჰიმს,საკმაოდ გაწონასწორებულ,კარგად აღზრდილ და თავმდაბალ პიროვნებად ახასიათებდა. (ავტორი გენია.ჯი) ამასთან ცნობილია,რომ იგი დიდი ინტელექტის მქონე ადამიანი იყო; ფლობდა 9 უცხო ენას,გამოირჩეოდა ორატორობის განსაკუთრებული ნიჭით და ქვაყანაში ეკონომიკის ლიბერიზაციას დაუდო სათავე.მასზე,რომ გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას ერთ-პატარა ისტორიას აქვე გიამბობთ:

პრემიერ-მინისტრობის დროს,მაშინ როდესაც უკვე პოსტზე ყოფნის ბოლო თვეებს ითვლიდა,მასთან მიღება ითხოვა ერთ-ერთი ებრაელი ჯარისკაცის დედამ,რომელიც ლიბანის ტერიტორიაზე იქნა იმ პერიოდში  უგზო-უკვლოდ დკარგული. (ავტორი გენია.ჯი) პრემიერმა იგი დაუყონებლივ,ყოველგვარი ბიუროკრატიული წესების დაცვის გარეშე მიიღო.აქვე აღსანიშნავია ისიც,რომ ამ დროს ძალიან ეჩქარებოდა სხვადასხვა დიპლომატებთან,განსაკუთრებით კი ამერიკის გავლენიან დიპლომატიურ წრეებთან შესახვედრად.მიუხედავად ამისა,ბენაჰიმმა მიიღო გადაწყვეტილება დაკარგული ჯარისკაცის დედას გასაუბრებოდა და მისი ტკივილი თავადაც გაეზიარებინა.ბენაჰიმის კაბინეტში,გამწარებულ დედას ისტერიები დაემართა,რის შედეგადაც ცუდად გახდა.გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა,რომელთაც გადაუდებელი სამკურნალო პროცედურები ჩაუტარეს ავადმყოფს.ყოველივე ამას კი თვალს ადევნებდა ისრაელის “დიდი” პრეზიდენტი – მენაჰემ ბეგინი,რომელსაც აზრადაც არ მოსვლია მისი მიტოვება და იგი მასთან იმყოფებოდა მანამ,სანამ საბოლოოდ არ გაუმჯობესდა პაციენტის მდგომარეობა.ამ პროცედურებმა კი მრავალი საათი წაიღო,შესაბამისად იგი უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე დიდი ხნის დაგვიანებით მივიდა,თუმცა ყოველივე უკვე ცნობილი იყო დიპლომატიური მისიებისათვის და მისი პიროვნების მიმართ კიდევ უფრო დიდი სიმპათიით განეწყვნენ. (ავტორი გენია.ჯი)