საფრანგეთის სამეფო კარის ცნობილი “მასხარა” – “ტრიბულე”

“ტრიბულე” - წარმოადგენდა,საფრანგეთის მეფის ლუი XII დე ვალუას (1462-1515 წლები) და საფრანგეთის შემდგომი მეფის – ფრანსუა I დე ვალუას (1494-1547 წლები),სამეფო კარის ყველაზე ცნობილ “მასხარას”,რომელიც შემდგომ არაერთხელ იქნა მოხსენიებული სხვადასხვა მწერლების ნაწარმოებებში.მაგალითისათვის ალბათ დიდი ფრანგი მწერალი – ფრანსუა რაბლეს ნაწარმოები “გარგანტუა და პანტაგრუელი” და გენიალური ფრანგი მწერლის – ვიქტორ მარი ჰიუგოს,რომანი “მეფე ერთობა”-ც საკმარისი იქნება.ტრიბულე საკმაოდ დიდი ნიჭითა და გონებასხარტი აზროვნებით გამოირჩეოდა,რის გამოც იგი განსაკუთრებული “პატივით” სარგებლობდა საფრანგეთის სამეფო კარზე. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ მას შეეძლო ეთქვა ის მეფეთათვის,რასაც მათ ოჯახის წევრებიც კი ვერ გაუბედავდნენ.ისტორიას შემორჩა მისი და საფრანგეთის მეფეების რამდენიმე საკმაოდ საინტერესო დიალოგი,რომელთა ნაწილსაც აქვე შემოგთავაზებთ:

ერთ დღეს ტრიბულემ თხოვნით მიმართა საფრანგეთის მეფე – ფრანსუა I-ს სასახლის ერთ-ერთი გავლენიანი პირის შესახებ:

 - მეფეო! მე სიკვდილით მემუქრებიან!

რაზეც ფრანსუამ მიუგო:

- ნუ გეშინია მასხარავ,ვინც შენს სიცოცხლეს ხელყოფს,მას მეოთხედ საათში ჩამოახრჩობენ.

რაზეც შეშფოთებულმა ტრიბულემ მეფეს მიმართა:

- ნუთუ თქვენო უდიდებულესობავ,არ შეიძლება მანამ ჩამოახრჩოთ იგი,ვიდრე მე მომკლავდეს? მგონი ასე უფრო დამშვიდებული ვიგრძნობდი თავს.

არის მეორე ისტორია,რომელიც უკვე სახელმწიფო საქმეს ეხებოდა:

მაშინ როდესაც საღვთო რომის იმპერატორი – კარლ V ჰაბსბურგი (1500-1558 წლები),საფრანგეთის გავლით აპირებდა გასვლას ბელგიაში,რათა გენტში მიმდინარე აჯანყება ჩაეხშო,ტრიბულე გამოცხადდა ფრანსუა I-თან და მიმართა:

- მეფეო მინდა გაგაცნოთ ჩემი ახალი საქმიანობა,რომლის მიხედვითაც შევქმენი “სულელების ალმანახი”.ამ ალმანახში კი მოყვანილია ყველაზე დიდი სისულელეები,რაც ჩაუდენიათ ადამიანებს და მათ შორის “სულელ მეფეებსაც”. (ავტორი გენია.ჯი)

ფრანსუა დაინტერესდა თუ ვის გულისხმობდა “სულელ მეფეებში” ტრიბულე.რაზეც მან მიიღო პასუხი,რომ ასეთი ერთ-ერთი მეფე გახლდათ კარლ V,რომელსაც აზრად მოუვიდა საფრანგეთზე გავლა მაშინ,როდესაც თქვენ მისი ტყვე იყავით.

ა,აზე კი ფრანსუამ ტრიბულე მიუგო:

- და თუ კი გეტყვი,რომ იგი გაიარს ჩემს სამეფოზე ისე,რომ ხელს არ შევუშლი?

ტრიბულემ უპასუხა:

- მაშინ დიდო მეფეო,კარლოსის სახელს ამოვშლი ალმანახიდან და სხვა მეფის სახელს ჩავსვამ და ეს თქვენ იქნებით,რადგან მასზე დიდი სულელი თქვენ გამოხვალთ.

ტრიბულეს,იმ სითამამის გამო,რომელსაც მეფეებთან იჩენდა მოიხსენიებდნენ,როგორც: “უეჭველი გიჟი… თუმცა შეუცვლელი გიჟი”.

ტრიბულე გარდაიცვალა 1536 წელს.მისი სახელი არაერთი ნაწარმოების და ოპერის მთავარი გმირიც კი გახდა.მისი “გასაუბრებები” და “დიალოგები” საფრანგეთის მეფეებთან,დღემდე უდიდესი ინტერესის მატარებელია მკითხველში.სწორედ ამ მიზეზთა გამო – ტრიბულე მოხსენიებულია,როგორც “ყველაზე ცნობილი მასახარა საფრანგეთის ისტორიაში”. (ავტორი გენია.ჯი)

საფრანგეთის ყველაზე ცნობილი მასხარა – ტრიბულე