“საუდადი”
“საუდადი” - წარმოადგენს სპეციფიკურ თვისებას პორტუგალიელი და გალისიელი ხალხის კულტურასა და ეროვნულ ხასიათში,რომელიც შესაძლოა აღიწეროს ისეთი სიტყვებით,როგორებიცაა: მელანქოლია,ნოსტალგია,მწუხარება და სევდა.“საუდადი” დამკვიდრებულ იქნა XIII საუკუნეში,პორტუგალიელი მეფის – დინიშ I-ის (1261-1325 წლები) მეფობის პერიოდში და მალევე გავრცელება ჰპოვა პორტუგალიურ პოეზიასა და ფოლკლორში. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც,რომ დინიშ I კულტურის,ხელოვნებისა და ლიტერატურის დიდი მოყვარული მეფე გახლდათ და თავადც წერდა წიგნებს.მან ლისაბონი,ფაქტიურად ევროპის კულტურულ ცენტრადაც კი აქცია და ამასთანავე ფართო გასაქანი მისცა “საუდადის” დამკვიდრებას პორტუგალიელი ხალხის კულტურაში.”საუდადი გამოიხატება ემოციური ნაღველით,რომელიც გამოწვეულია ისეთი გამოუსწორებელი დანაკარგით,რომელიც ადამიანის გულისათვის განსაკუთრებულად ძვირფასი იყო.მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა,”საუდადი” არ მიიჩნევა ნეგატიურ გამოვლინებად,რადგან იგი ატარებს რომანტიკისა და მადლიერების ელფერსაც. (ავტორი გენია.ჯი) “საუდადი”მიჩნეულია ეროვნული სიამაყის და მისი გამოვლინების საგნად პორტუგალიელთათვის და ისინი მიიჩნევენ,რომ ამ თვისებით ისინი,განსაკუთრებით განსხვავდებიან სხვა ეროვნებებისაგან.ეთმოლოგიური გაგება საუდადისა,პორტუგალიურ და გალისიურ ენებში დამკვიდრდა ლათინური სიტვის “Solitudo”-გან,რომელიც ითერგმნება,როგორც – “მარტოობა”.აღსანიშნავია,რომ “საუდადი” ფართოდ არის გავრცელებული პორტუგალიელთა მუსიკაში და მათ ტრადიციულ მუსიკალურ სტილში “ფადუ”-ში (განსაკუთრებული სტილი პორტუგალიური ტრადიციული მუსიკისა,სადაც ემოციალურად დომინანტური გამოსახულებაა ისეთი გრძნობებისა,როგორებიცა: მარტოობა,ნოსტალგია,სასიყვარულო ლტოლვა,სევდა და ასე შემდეგ).ცნობილი ფაქტია ისიც,რომ “საუდადი” გავრცელებულია ბრაზილიურ კულტურაშიც და აღსანიშნავია,რომ ამ ქვეყანაში “საუდადის” სპეციალური დღეც კი არსებობს,რომელიც 30 იანვარს აღინიშნება. (ავტორი გენია.ჯი)