“სტილოსი” – (გაიუს იულიუს კეისრის მკვლელი იარაღი)
“სტილოსი” - (სვეტი),წარმოადგენდა ბასრწვეროვან ცილინდრული ფორმის საწერ ინსტრუმენტს (ერთგვარ კალამს),რომლის სიგრძე 8-დან – 15 სანტიმეტრამდე იყო,ხოლო დიამეტრი 1 სანტიმეტრს შეადგენდა.იგი მზადდებოდა ძვლისაგან,მეტალისაგან ან სხვა რაიმე მყარი მასალისაგან.ცნობილი ისტორიული ფაქტია,რომ რომის სენატში მოკლულ ძვ.წ.აღ-ით 44 წლის 15 მარტს,იმპერატორს – გაიუს იულიუს კეისარს,მიყენებული 23-ე ჭრილობიდან,სწორედ “სტილოსით” მიაყენეს 23-ვე სასიკვდილო ჭრილობა და არა შუბით ან ხმლით (როგორც ეს ფართოდ არის გავრცელებული),რადგან რომის სენატში იარაღით შესვლა სასტიკად იკრძალებოდა,ხოლო “სტილოსის” იგივე “კალმის” შეტანას არავინ კრძალავდა. (ავტორი გენია.ჯი) “სტილოსი” ფართოდ გამოიყენებოდა ანტიკურ ხანაში და შუა საუკუნეების პერიოდშიც კი.იგი გამოიყენებოდა,ცვილის დაფაზე წერის დროს და სწორედ ამიტომ მისი წვერო საკმაოდ ბასრი იყო,ხოლო ზემოთა ნაწილი “ნიჩბის” ფორმის გახლდათ და მას ცვილის დაფაზე ნაწერის წასაშლელად (ერთგვარი საშლელი) იყენებდნენ.იგი ფართოდ გამოიყენებოდა ევროპაში (ანტიკურ საბრძნეთსა და რომში).მისი სახელწოდებიდან წარმოიშვა აბსტრაქტული კონცეფცია,რომელსაც დღესდღეობით “სტილისტიკას” ვუწოდებთ. (ავტორი გენია.ჯი)