“ტამილების კალენდარი”
“ტამილების კალენდარი” - წარმოადგენს “მზის კალენდარს”,რომელიც დაფუძნებულია და სათავეს იღებს ძველინდური კალენდრისგან.აღნიშნული კალენდრით სარგებლობს ინდოეთის შტატებში – ტამილანდუში,პუდუჩერში და ასევე სინგაპურში,მალაიზიასა და შრი-ლანკაში მაცხოვრებელი ტამილი წარმომავლობის მოსახლეობა. (ავტორი გენია.ჯი)ტამილური კალენდრის მიხედვით,”ახალი წელი” იმ ხალხისათვის,ვინც ამ კალენდრით სარგებლობს 13 ან 14 აპრილს დგება,მაშინ როდესაც მზეს გარდამავალი ეტაპი აქვს ვერძის თანავარსკვლავედში. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული კალენდარი იყოფა 60 წლოვან ციკლებად.დღევანდელი ციკლი “თამილების კალენდრისა”,დაიწყო 1987 წელს და სრულდება 2047 წელს.ამავე კალენდრის მიხედვით კვირის დღე იწყება “კვირა” დღეს და ყოველი დღის დასასრულად მიიჩნევა მზის ჩასვლის პერიოდი.კვირის ყოველი დღე კი გამოსახავს სხვადასხვა “ციურ სხეულებს”:
1. კვირა – მზე.
2. ორშაბათი – მთვარე.
3. სამშაბათი – მარსი.
4. ოთხშაბათი – მერკური.
5. ხუთშაბათი – იუპიტერი.
6. პარასკევი – ვენერა.
7. შაბათი – სატურნი.
“ტამილთა კალენდრის” მიხედვით თითოეული თვე 29-32 დღისაგან შედგება.სულ წელიწადში 12 თვე,შედგება 6 სეზონისაგან და თითოეული სეზონი 2 თვე გრძელდება.აქვე გთავაზობთ თვეების სახელწოდებებს და მათ რიგითობებს:
1. სიტირაი და ვაიკასი – გახლავთ გაზაფხული და თამილურად აღნიშნავს – სითბოს.სიტირაი მოიცავს პერიოდს: აპრილის თვის შუა ნახევრიდან მაისის შუ ნახევრამდე,ხოლო ვაიკასი: აპრილის შუ ნახევრიდან – ივნისის შუა ნახევრამდე.
2. ანი და ატი – გახლავთ ზაფხული და ტამილურად აღნიშნავს – სიცხეს.ანი იწყება ივნისის შუ ნახევრიდან და გრძელდენა ივლისის შუ ნახევრამდე,ხოლო ატი იწყება ივლისის შუ ნახევრიდან და გრძელდება აგვისტოს შუა ნახევრამდე.
3. ავანი და პურატასი – გახლავთ წვიმების სეზონი და აღნიშნავს – მოღრუბლულს.ავანი იწყება აგვისტოს შუა ნახევრიდან და გრძელდება სექტემბრის შუა ნახევრამდე,ხოლო პურატასი იწყება სექტემბრის შუა ნახევრიდან და გრძელდება ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.
4. აიპასი და კარტიიკასი (ავტორი გენია.ჯი) - გახლავთ შემოდგომა და ითარგმნება,როგორც – სიგრილე.აიპასი იწყება ოქტომბრის შუა ნახევრიდან და გრძელდება ნოემბრის შუა ნახევრამდე,ხოლო კარტიიკასი იწყება ნოემბრის შუა ნახევრიდან და გრძელდება დეკემბრის შუ რიცხვებამდე.
5. მარკაზხი და ტაი – გახლავთ ზამთრის დასაწყისი და ითარგმნება,როგორც - ადრეული ნამი.მარკაზხი იწყება დეკემბრის სუა პერიოდიდან და გრძელდება იანვრის შუ ნაწილამდე,ხოლო ტაი იწყება იანვრის შუა ნაწილიდან და გრძელდება თებერვლის შუა რიცხვებამდე.
6. მასი და პანკუნი – გახლავთ ზამთრის დასასრული და ითრეგმნება,როგორც – გვიანი ნამი.მასი იწყება თებერვლის შუა რიცხვებში და გრძელდება მარტის შუა რიცხვებამდე,ხოლო პანკუნი იწყება მარტის შუა რიცხვებიდან და გრძელდება აპრილის შუა რიცხვებამდე. (ავტორი გენია.ჯი)