იოჰან გოტფრიდ შადოვი – “პრინცესები”
“პრინცესები” - წარმოადგენს გენიალურად შექმნილ მარმარილოს კომპოზიციას,დიდი გერმანელი მოქანდაკის,მხატვრისა და ხელოვნების თეორიტიკოსის - იოჰან გოტფრიდ შადოვის (1764-1850 წლები) მიერ.(ავტორი გენია.ჯი) ქანდაკებაზე მოქანდაკის მიერ გამოსახული იქნა პრუსიის მომავალი დედოფალი ლუიზა ავგუსტა ვილჰელმინა ამალია და მისი იუმცროსი და – პრინცესა ფრიდერიკა მელკენბურგ-სტრელიცკაია.თავდაპირველად იოჰანმა,დაამზადა პორტრეტული ქანდაკებები ორი ულამაზესი დებისა და მხოლოდ ამის შემდგომ 1795-1797 წლებში შექმნა მათი ერთობლივი კომპოზიცია,რომელთა სიმაღლე ადამიანის საშუალო სიმაღლის ტოლია.მიუხედავად იმისა,რომ ქანდაკებამ უდიდესი მოწონება დაიმსახურა კრიტიკოსებსა და ხელოვნების მოყვარულებს შორის,თავად დედოფალი ლუიზა,ძალიან უკმაყოფილო დარჩა ნამუშევრით.ამ მიზეზით იოჰანის შექმნილი გენიალური ქანდაკება შემდგომი 90 წლის განმავლობაში აღარავის გახსენებია.თუმცა,მოგვიანებით სპეციალისტების მიერ,იგი მაინც იქნა აღიარებული,როგორც ბერლინული კლასიკური პერიოდის ერთ-ერთი “შედევრი” ქმნილება,რომელიც შექმნილ იქნა დიდი გერმანელი მოქანდაკის იოჰან გოტფრიდ შადოვის მიერ.(ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ შემდგომ საუკუნეებში სხვადასხვა მოქანდაკეების მიერ,არაერთხელ იქნა დამზადებული “პრინცესები”-ს ასლები.დღესდღეობით იოჰან გოტფრიდ შადოვის “შედევრი” ქმნილება – “პრინცესები”,დაცულია გერმანიის დედაქალაქ – ბერლინში მდებარე “ძველ ეროვნულ გალერეაში. (ავტორი გენია.ჯი)