ცნობილი ადამიანები,რომელთაც სწავლა მიატოვეს…
1. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის – “Facebook”-ის დამფუძნებელი და ცნობილი პროგრამისტი – მარკ ელიოტ ცუკერბერგი,”ჰარვარდის” დიდებულ უნივერსიტეტში სწავლობდა,თუმცა მან სწავლა შეწყვიტა იმის გამო,რომ დაეფუძნებინა კომპანია “პალო-ალტო”.მიუხედავად სწავლის შეწყვეტისა,მარკმა უდიდესი წარმატება მოიპოვა და დღეს ერთ-ერთ წარმატებულ ადამიანად მიიჩნევა მსოფლიოში.
2. გენიალურმა კანადელმა კინორეჟისორმა – ჯეიმს ფრენსის კამერონმა,რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლობდა,სწავლა შეწყვიტა და დაქორწინდა ოფიციანტ ქალზე – შერონ უილიამზე (შემდგომში დასცილდა).ამავე პერიოდში კი მან სატვირთო მანქანის მძღოლად დაიწყო მუშაობა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც იხილა ფილმი “ვარსკვლავური ომები”,მიიღო გადაწყვეტილება კინორეჟისორის პროფესიას დაუფლებოდა და არა მარტო დაეუფლა,არამედ ერთ-ერთ საუკეთესო კინორეჟისორადაც იქცა.
3. კომპანია “მაიკროსოფტის” დამფუძნებელი და გენიალური ნიჭის პატრონი - უილიამ ბილ გეიტსი,რომელიც ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიას უდგას სათავეში,1973 წლის შემოდგომაზე ჩაირიცხა “ჰარვარდის უნივერსიტეტში”,თუმცა ორი წლის შემდეგ მან იგი მიატოვა,იმ მიზეზით,რომ ბავშვობის მეგობართან – პოლ ალენთან ერთად დაეფუძნებინა კომპანია,სახელწოდებით “მაიკროსოფტი”,რომელმაც მას უდიდესი წარმატება მოუტანა.
4. დიდი ამერიკელი მსახიობი – ჰარისონ ფორდი,ვისკონტის შტატის კოლეჯში ფილოსოფიას სწავლობდა,თუმცა ყველასდა გასაოცრად გამოსაშვები გამოცდების ჩაბარებაზე უარი განაცხადა,იმის გამო,რომ ამ პერიოდში მას შესთავაზეს,რამდენიმე უმნიშვნელო კინო-როლი.აღსანიშნავია,რომ ჰარისონ ფორდმა სერიოზული კინო-როლი,ამ ამბებიდან,მხოლოდ 10 წლის შემდეგ მიიღო.
5. სტეფანი ჯოან ანჯელინა ჯერმანოტა,რომელიც ცნობილია,როგორც “ლედი გაგა”,სწავლობდა “წმინდა გულის ქალთა მოსასტერში” მანჰეტენზე,რომელიც სწავლის დაწყებიდან ერთ წელიწადში მიატოვა,მიზეზად კი “მომღერლის” კარიერის დასაწყისი გამოაცხადა. (ავტორი გენია.ჯი)