“ისლამური ოქროს ხანა”
“ისლამური ოქროს ხანა” - მას ასევე მოიხსენიებენ,როგორც “ისლამური აღორძინება”.აღნიშნული სახელწოდებით მოიხსენიებენ ისტორიულ პერიოდს VIII-XIII საუკუნეებისა,რომლის საწყისადაც იქცა არაბული ხალიფატის ჩამოყალიბება,რომელიც თავის დროის ერთ-ერთ უდიდესს სახელმწიფოს წარმოადგენდა მსოფლიოში.ამ ქვეყნის საზღვრებში კი ჩამოყალიბდა საერთომუსულმანური კულტურული სივრცე,რომელმაც არსებობა მას შემდეგაც განაგრძო,რაც არაბთა ხალიფატი “დაეცა” და სხვადასხვა სამეფოებად დაიშალა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამიტომ ისლამი მეცნიერები,მწერლები და ხელოვნების მუშაკები,აღნიშნულ საულუნეებს,მოიხსენიებენ,როგორც “ისლამის ოქროს ხანა”,რადგან აღნიშნულმა რელიგიამ და კულტურამ,ფართო გავრცელების არეალი ჰპოვა მსოფლიოში,შესაბამისად უდიდესი წვლილი შეიტანა კაცობრიობის მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაში.აღსანიშნავია,რომ მიუხედავად არაბთა სახელმწიფოს დაშლის შემდგომი გავლენის შენარჩუნებისა,მან მაინც ნელ-ნელა დაიწყო “უკან დახევა”,თუმცა მუსულმანი მეცნიერების მიერ მიღწეული წარმატებები ფართო გასაქანს იძლეოდა ევროპის მეცნიერებისა და კულტურის განვითარება-დახვეწაში.გამოჩენილი ინგლისელი მეცნიერი – ჰოვარდ ტერნერი,ამ საკითხის შესახებ საკუთარ მოსაზრებას ასე გადმოგვცემდა: “მუსულმანმა მხატვრებმა და მეცნიერებმა,გლეხებმა და ბატონებმა,ერთად შექმნეს ისეთი უნიკალური კულტურა,რომელმაც დიდი გავლენა იქონია მსოფლიოს ყველა კონტინენტის მაცხოვრებელ ადამიანებზე”.და მართლაც ახლო აღმოსავლური კულტურა,რომელიც გაიგივებულია “ისლამის ოქროს ხანასთან” უდიდესი ძვრების მატარებელი შეიქნა მეცნიერული,კულტურული და რელიგიური თვალსაზრისით,რომელმაც ფართო გასაქანი ჰპოვა სხვადასხვა ხალხებში,განსაკუთრებით კი აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. (ავტორი გენია.ჯი)