პაატა გულიაშვილი – “ლამაზ ქალს ვიღაცა სიყვარულს დაპირდა”

უშენოდ არ მინდა,ფოთლები გაყვითლდა,

ტანში გამიარა უჟმურმა ამინდმა,

მერე ხმა დაირხა,ქალაქი აყვირდა,

ლამაზ ქალს ვიღაცა სიყვარულს დაპირდა.

***

ამდენი სიცრუე,სიყალბე არ მინდა,

ამ აურზაურში ცხოვრება გავიდა,

ვიღაცა ავიდა,ვიღაცა ჩავიდა,

ვიღაცამ ცხოვრება დატოვა,წავიდა.

***

ვინც რჩება,არ ნაღვლობს,ის ჩივის თავიდან,

დრო კურნავს ყველაფერს,ამართლებს თავის გზას,

ჭაღარა გამიჩნდა,რითმები გამიწყდა

და აქ შევჩერდები,დავიწყებ თავიდან.

***

უშენოდ არ მინდა,ფოთლები გაყვითლდა,

ტანში გამიარა უჟმურმა ამინდმა

და მერე ხმაც დაირხა,ქალაქი აყვირდა,

ლამაზ ქალს ვიღაცამ სიყვარულს დაპირდა.