“მცდარი დასკვნები”
1. “არა აქვს მნიშვნელობა იგი ვინ გამოვა.ფაქტია,რომ მისგან ვერასოდეს დადგება საღად მოაზროვნე ადამიანი” – ამ სიტყვებით მიმართა,გენიალური ფიზიკოსის ალბერტ აინშტაინის,შესახებ მამამისს სკოლის მასწავლებელმა.
2. “ნუთუ ვინმეს ოდესმე დააინტერესებს მსახიობების საუბარი კინოფილმებში?” – იჭვნეულად იკითხა,პირველი ხმოვანი ფილმის ნახვის შემდეგ 1927 წელს,დიდმა ამერიკელმა პროდიუსერმა და კინო-კომპანია “Warners Bros”-ის დამფუძნებელმა – ჰარი მ. უორნერმა.
3. “ჩემი მოსაზრებით,მსოფლიო ბაზრისათვის 5 კომპიუტერიც საკმარისი იქნება” – განაცხადა 1943 წელს,კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის უმსხვილესმა მწარმოებელმა “აი-ბი-ემ” (IBM)-ის დამფუძნებელმა ტომას უოტსონ (უფროსმა).
4. “თქვენთვის უმჯობესი იყო,მდივნის პროფესიას დაუფლებოდით,ან კიდევ დაქორწინებულიყავით” – ამ სიტყვებით გამოისტუმრა 1944 წელს “კასტინგიდან”,სამოდელო სააგენტო “Blue Book”-ის დირექტორმა – მერლინ მონრო. (ავტორი გენია.ჯი)
5. “იდეა კოსმოსში მოგზაურობისა,სრული სისულელეა” – განაცხადა ლონდონის სამეფო აკადემიის ასტრონომმა – სერ ჰაროლდ სპენსერ ჯონსმა 1958 წელს,ორი კვირით ადრე ვიდრე კოსმოსში პირველი სამეცნიერო კოსმოსური აპარატი გაიგზავნებოდა.
6. “ის რაც გამოსაგონებელი იყო,უკვე ადამიანმა გამოიგონა” – ეს სიტყვები წარმოსთქვა,ამერიკის შეერთებული შტატების “საპატენტო ბიუროს” დირექტორმა – ჩარლზ დუელმა 1899 წელს და თანამდებობიდან გადადგა.
7. “ადამიანებს არ მოეწონებათ არც თქვენი ჯგუფი და არც თქვენი სიმღერები” – განუცხადა ხმის ჩამწერი კომპანიის ხელმძღვანელმა,ლეგენდარულ ლივერპულელ ოთხეულს – “ბითლზებს” და მათ ჩაწერაზე უარი განუცხადა.
8. “ცხენები,ყოველთვის იქნება ჩვენი ტრანსპორტი,ხოლო ავტომობილი მხოლოდ მოდური სათამაშოა” – ასე განუცხადა 1903 წელს,მიჩიგანის ბანკის დირექტორმა – ჰენრი ფორდს და კრედიტის მიცემაზე უარი უთხრა. (ავტორი გენია.ჯი)