ალბერტ V “დიდსულოვანი”
ალბერტ V “დიდსულოვანი” - დაიბადა 1528 წლის 29 თებერვალს გერმანიის ქალაქ მიუნხენში.იგი გახლლდათ ვაჟი ბავარიის ჰერცოგის – ვილჰელმ IV-ის და მარია-ბადენ შპონხეიმსკისა,რომელიც ბავარიის ჰერცოგი გახლდათ 1550 წლიდან.განათლება ინგოლშტადტში მიიღო კათოლიკე-მასწავლებლებისაგან და იგი იყო იშვიათი გამონაკლისი სხვა გერმანელი თავადებისაგან,რომელიც მკვეთრად გამოხატავდა კათოლიკური ეკლესიისადმი მხარდაჭერას. (ავტორი გენია.ჯი) ამასთანავე ალბერტი გახლდათ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი გერმანული “კონტრრეფორმაციისა”,რადგან ხედავდა აუცილებელობლობას გერმანული ეკლესიის რეფორმებისა,აღნიშნულში კი მას დახმარება იეზუიტებმაც გაუწიეს.მანვე დააარსა ინგოლშტადტის უნივერსიტეტი,სადაც პირველად დაიკავეს იეზუიტებმა სერიოზული პედაგოგიური თანამდებობები.გარდა ამისა მის მმართველობას და მისსავე მონდომებს მოყვა კოლეჯების დაარსება მიუნხენში,აუგსბურგსა და სხვა ქალაქებში.იღწვოდა საყოველთაო განათლების გავრცელებისათვის.1528 წელს დაქორწინდა საღვთო რომის იმპერატორის – ფერდინანდ I-ის ქალიშვილზე – ანა ავსტრიელზე.ამ ქორწინებით კი მან დიდი პოლიტიკური სვლა გააკეთა,ბავარიის საკეთილდღეოთ.მათ თანაცხოვრებაში 7 შვილი შეეძინათ,რომელთაგან სრულწლოვან ასაკს ხუთმა მიაღწია.მასზე განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა,ნიდერლანდელ რელიგიურ მოღვაწეს,იეზუიტთა ორდენის წევრსა და 1925 წელს წმინდანად შერაცხულს (კათოლიკური ეკლესიის მიერ) – პეტრე კანიზის.მიუხედავად იმისა,რომ გადაწყვეტილებებს თავად იღებდა,დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა “მრჩევლების” პოზიციებს,მის მრჩეველთა საბჭოში კი ორი კათოლიკე ირიცხებოდა,რომელთა აზრსაც შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდა.მისი ხელმძღვანელობით გაფორმდა “აუგსბურგის რელიგიური სამშვიდობო” ხელშეკრულება,ლუთერანულ და კათოლიკე სუბიექტებს შორის 1555 წლის 25 სექტემბერს.ალბერტმა,ყველანაირად შეუწყო საკუთარ ვაჟს – ერნესტს ხელი,რათა კიოლნის არქიეპისკოპოსი გამხდარიყო,თუმცა აღნიშნული მოვლენა მისი გარდაცვალების შემდგომ განხორციელდა.1560 წლიდან იგი გლატცის საგრაფოს ხელმძღვანელობასაც იღებს ხელში (თანამედროვე პოლონეთის ქალაქი – კლოძო),თუმცა 1567 წელს აღნიშნული საგრაფო მიჰყიდა საღვთო რომის იმპერატორს – მაქსიმილიან II-ს.მისი ბიოგრაფიიდან ცნობილია,რომ ალბერტი დიდი მეცენატობით,ხელოვნების მიმართ დიდი სიყვარულითა და კოლექციონერობით გამორჩეული პიროვნება იყო.მან მისი მმართველობისას მიუნხენი ერთ-ერთ საუკეთესო კულტურულ ცენტრად აქცია.მისი პირადი ბიბლიოთეკა,მართლაც უნიკალური წიგნებისაგან შედგებოდა,რომლის ბაზაზეც შემდგომში “ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა” დაფუძნდა,ამავე ქალაქში.იგი აგროვებდა ძველბერძნულ და ძველრომაულ ანტიკვარიატის კოლექციას,სურათებსა და მონეტებს.აღნიშნული ნივთებისათვის კი საკუთარ რეზიდენციაში მოაწყო “ანტიკვარიუმი” და აღნიშნული დარბაზი ერთ-ერთ საუკეთესო რენესანსის პერიოდის ხელოვნების ცენტრადაც იქცა,ჩრდილოეთ ალბების რეგიონში. (ავტორი გენია.ჯი) ასევე გატაცებული იყო მუსიკით და საკუთარ სასახლეში მოიწვია,დიდი ფრანკო-ფლამანდრიელი კომპოზიტორი – ორლანდო დი ლასო,გარდა ამისა დიდ დახმარებას უწევდა ხელოვან ხალხს და მათი ერთგვარი მფარველიც იყო.ზემოთ არნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე საკმაოდ დიდ ვალები დაუგროვდა,თუმცა თავის მიერ არჩეულ გზას არ ღალატობდა და ყველაფერს აკეთებდა ქვეყანაში; განათლების მიღების,ხელოვნების და კულტურის განვითარებისათვის.ალბერტ V-ს,მისი მოღვაწეობის გამო ხალხმა სრულიად სამართლიანად უწოდა “დიდსულოვანი”.იგი გარდაიცვალა 1579 წლის 24 ოქტომბერს მიუნხენში და დიდი პატივით იქნა დაკრძალული ამავე ქალაქში- ”ფრაუენკირხეს საკათედრო ტაძარში”.მის მემკვიდრედ კი მისივე ვაჟი – ვილჰელმი ქიცა,რომელიც ისტორიაში – ვილჰელმ V-ის სახელით შევიდა. (ავტორი გენია.ჯი)