ფილოლაოსი

ფილოლაოსი დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 470 წელს იტალიის სამხრეთით მდებარე ქალაქ კროტონეში (კროტონე დაარსებულ იქნა ძვ.წ.აღ-ით 708 წელს ბერძნების მიერ).იგი გახლდათ დიდი ძველბერძენი ასტრონომი,ფილოსოფოსი,მათემატიკოსი და მეცნიერი,რომელიც მოსწავლე გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი მათემატიკოსისა მსოფლიო ისტორიაში – პითაგორა სამოსელის.ამასთანავე თანამედროვე იყო ბრწყნვალე პლეადისა – სოკრატესი და დემოკრიტესი. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ ფილოლაოსი პიტაგორას ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ მიიჩნეოდა,მისი შესწავლისა და კვლევების ინტერეს წარმაოდგენდა მათემატიკა,ფილოსოფია და ასტრონომია.სწორედ ფილოლაი გახლდათ პირველი მოსწავლე პითაგორასი,რომელმაც ფართოდ განვრცო პითაგორული სწავლებები – ბუნებისა და სამყაროს აგებულების შესახებ.თუმცა პითაგორელების წინააღმდეგ,საკმაოდ მასიური ხასიათი შეიძინა “დევნამ” და როდესაც ერთ დღეს “დემოკრატების პარტიის” წევრებმა გადაწვეს ის აფდგილი,სადაც ისინი იკრიბებოდნენ,იძულებული გახდა ქალაქი დაეტოვებინა ლუკანიაში გადასულიყო.მოგვიანებით კი გადავიდა თებეში,დაცაც სოკრატეს გარდაცვალებამდე იცხოვრა.ფილოლასი ნაშრომი “ბუნების შესახებ”,სამ წიგნად იქნა დაწერილი,რომლიდანაც დღევანდელ დღემდე,მხოლოდ ფრაგმენტებმა მოაღწია.აღსანიშნავია,რომ აღნიშნული წიგნი პლატონის თხოვნით,დიონემ მას სიცილიაში უყიდა და ჩამოუტანა,ხოლო პლატონის შემდეგ ამ ნაშრომს – სპევსიპეც გაეცნო.არისტოტელეს გადმოცემის თანახმად,პირველად დედამიწის შესაძლო მოძრაობის შესახებ,ვარაუდი ფილოლაოსმა გამოთქვა და დღისა-და ღამის ცვალებადობები დაუკავშირა პლანეტების მოძრაობას,წარმოსახვითი კოსმოსური ცენტრის გარშემო. (ავტორი გენია.ჯი) ფილოალოსის მოსწავლეებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი პითაგორელები,როგორებიც იყვნენ – არისტოქსენე და არქიტე.სხვა პითაგორელების მსგავსად,ფილოლაოსიც მიიჩნევდა,რომ მთვარე დედამიწის მსგავი სხეული იყო,სადაც ისეთივე ბუნება იყო,როგორიც დედამიწაზე,უბრალოდ სხვაობას პროფორციებში ჰხედავდა,მაგალითად ამბობდა,რომ ყოველი ცოცხალი ორგანიზმი მთვარეზე – თხუთმეტჯერ დიდი იყო ფიზიკურად,დედამიწაზე არსებულ სხვა ცოცხალ ორგანიზმებზე,რადგან დღე მთვარეზე 15-ჯერ ხანგრძლივი იყო ვიდრე დედამიწაზე.მიუხედავად მრავალი ცდომილებისა ფილოლაოსი მართლაც დიდი მეცნიერი გახლდათ,რომლის ნაშრომებმაც დიდი წვლილი შეიტანა მათემატიკის,ასტრონომიისა და ფილოსოფიის განვითარებაში იგი გარდაიცვალა ძვ.წ.აღ-ით 385 წელს. (ავტორი გენია.ჯი)