ვალტერ შატილონელი
ვალტერ შატილონელი - რომელსაც ასევე მოიხსენიებდნენ სახელით -გოტიე,დაიბადა 1135 წელს,საფრანგეთის ქალაქ ლილში.იგი წარმოადგენდა დიდ ფრანგ პოეტსა და სასულიერო პირს,რომელიც თავის ნაწარმოებებს ლათინურ ენაზე წერდა.აღსანიშნავია,რომ ვალტერი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი წამომადგენელი პოეტი “ვაგანტთა” პოეზიისა (“მოხეტიალე ხალხი” დასავლეთ ევროპაში XI-XIV საუკუნეებში).ვალტერი სწავლობდა პარიზის უნივერსიტეტსა და რეიმსში,სტეფან დე გარპანდის ხელმძღვანელობით.1166 წელს მიემგზავრება ინგლისში,სადაც მუშაობა დაიწყო ინგლისის მეფის ჰენრი II პლანტაგენეტის,კანცელარიაში. (ავტორი გენია.ჯი) ამავე პერიოდში უახლოვდება ინგლისელი მეცნიერების წრეებს და მეგობრობდა – ტომას ბეკეტთან და იოან სოლბერიისკთან.1170 წელს,მაშინ როდესაც მოკლეს ბეკეტი,იძულებული გახდა საფრანგეთში გაქცეულიყო,რის შემდეგაც იტალიაში მიდის,სადაც შეისწავლა კათოლიკური სამართალი.საფრანგეთში დაბრუნების შემდგომ,მხარდაჭერა მოიპოვა არქიეპისკოპოს – ვილჰელმ შამპანელისა.მის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად იქცა,ეპიკური პოემა – “ალქსანდრეიდა”,რომელიც 10 წიგნად იქნა გამოცემული (დაწერილი 1170-1180 წლებში).პოემაში აღწერილი იყო დიდი ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრება,აღნიშნული პოემისათვის მან წყაროდ,გამოიყენა ცნობილი რომაელი ისტორიკოსის – კვინტუს კურციუს რუფუსის,ნაშრომი “ისტორია ალექსანდრე დიდი მაკედონელისა”.ასევე,მის კალამს ეკუთვნის “ტრაქტატი იუდეველების წინააღმდეგ”,სადაც კრიტიკით გამოვიდა ებრაელი ხალხის,რელიგიური შეხედულებების წინააღმდეგ.ცნობილი ფაქტია,რომ ვალტერმა პოპულარულობა და აღიარება სიცოცხლეშივე მოიპოვა და ამის უმთავრესი მიზეზი,გახდა სწორედ ეპიკური პოემა “ალექსანდრეიდა”.მისმა შემოქმედებამ კი დიდი გავლენა იქონია შემდგომი თაობების პოეტებზე.ვალტერ შატილონელი გარდაიცვალა 1200 წელს,საფრანგეთის ქალაქ ამიენში. (ავტორი გენია.ჯი)