ჰიერონიმუს ბოსხი – “ჯვრის ტვირთვა”
“ჯვრის ტვირთვა” – ინგლისურ ენაზე “Christ Carrying the Cross”,წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვრისა და ჩრდილოეთის აღორძინების ეპოქის უდიდესი ოსტატის – ერუნ ანტონიოს ვან აკენის (1450-1516 წლები),იგივე ჰიორენიმუს ბოსხის მიერ 1505 წელს,დაფაზე ზეთის საღებავით დახატულ შედევრ სურათს.სურათის სიმაღლე 150 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 94 სანტიმეტრი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მხატვარმა ამავე სახელწოდების კიდევ ორი ტილო შექმნა,რომელთაგან ერთი დაცულია ბელგიის ქალაქ გენტში,ხოლო მეორე ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. (ავტორი გენია.ჯი) სურათის სიუჟეტი რელიგიურ მოტივზეა აგებული და მასზე უმთავრეს ფიგურას ქრისტე წარმოადგენს.თეთრ ტანისამოსში გამოსახული პიროვნება,რომელიც იესოს ჯვრისტვირთვაში ეხმარება – სიმონ კირინეიანინია (ახალი აღთქმის ერთ-ერთი პერსონაჟი).სურათის ზემო-მარცხენა მხარეზე გამოსახულნი არიან ჯალათები.თავად იესოს სახე კი მხატვარმა ისე წარმოადგინა,თითქოს სურათის მაყურებლისაკენ ჰქონდეს მზერა გამახვილებული.1574 წლამდე,ჰიორენიმუს ბოსხის შედევრი სურათი – “ჯვრის ტვირთვა”,ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენლისა და ესპანეთის მეფის ფილიპე II-ეს მფლობელობაში იმყოფებოდა.ამავე წელს კი იგი მეფემ საჩუქრად ესკორიალეს საყოველთაოდ ცნობილ მონასტერს გადასცა.დღესდღეობით კი იგი დაცულია ესპანეთის დედაქალაქის მადრიდის სამეფო სასახლეში. (ავტორი გენია.ჯი)