იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს “მოგონებებიდან”
“ჭაბუკობის დროიდან დამჩემდა ჩვეულება,რომელსაც ვერ დავაღწიე თავი,მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში.
სახელდობრ,დაუყონებლივ განმესხეულებინა პოეზიის სახეებში ყველაფერი ის,რაც მახარებდა,გულისტკივილით მავსებდა ან მტანჯავდა, და ამრიგად განმეთავისუფლებინა თავი ყოველივე ამისაგან,რადგან ამ საშუალებით გარეარსახობას ვანიჭებდი იმას,რაც შინაგან ტვირთად მაწვა.ეს ნიჭიერება ყველაზე მეტად იყო აუცილებელი ჩემთვის,ვინაიდან ბუნებით დაუდგრომელი ვიყავი და ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვვარდებოდი.ამიტომ ყველა ის ჩემი ნაწარმოები,რომლებიც შემდგომში ცნობილი გახდნენ საზოგადოებისათვის,ერთი დიდი აღსარების ნაწყვეტებს წარმოადგენდნენ მხოლოდ”. (ავტორი გენია.ჯი)