ჰანს იოსტის ბიოგრაფიიდან…
ჰანს იოსტი (1890-1978 წლები) – გახლდათ გერმანელი მწერალი,დრამატურგი და პოეტი,რომელიც 1935 წელს დანიშნულ იქნა “მესამე რეიხის” მწერალთა კავშირის ხელმძღვანელად,რომელსაც იგი 1945 წლამდე ხელმძღვანელობდა.მის ერთ-ერთ ცნობილ “ფრთიან ფრაზას” წარმოადგენდა სიტყვები: ”როდესაც კულტურის შესახებ სიტყვები მესმის,მე ვხსნი დამცავს საკუთარ ბრაუნინგს”.
1933 წელს,მაშინ როდესაც ხელისუფლებაში “ფაშისტები” მოვიდნენ,იგი წერს პიესას “შლაგეტერს”,რომელიც მიუძღვნა ადოლფ ჰიტლერს,დაბადების დღის აღსანიშნავად.მის მიერ დაწერილმა პიესამ დიდი მოწონება ჰპოვა “ფაშისტთა” გავლენიან წრეებში,რადგან იგი ქება-დიდებას ასხამდა ალბერტ ლეო შლაგეტერს,რომელიც ერთ-ერთ “წამებულად” იყო მიჩნეული ფაშისტებისათვის. (ავტორი გენია.ჯი) ამავე წელს ჰანს “დამსახურება” არ დაუკარგეს და ჰერმან გერინგი პირადად ნიშნავს – პრუსიის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად.მალევე ხდება გერმანული პოეზიის აკადემიის ხელმძღვანელი და მთავარი სახელმწიფო მრჩეველი მესამე რაიხისა – ლიტერატურის განხრით.იგი ასევე ხელმძღვანელობდა ლიტერატურულ სექციას პრუსიის აკადემიური ხელოვნებისა და ამ პოსტზე მან შეცვალა,დიდი გერმანელი მწერალი და პროზაიკოსი – ჰაინრიხ მანი. (ავტორი გენია.ჯი) იოსტი ძალიან დაუახლოვდა ფაშისტური ხელისუფლების უმაღლეს პირებს – გერრინგს,ჰებელსს და პირადი მეგობარი გახლდათ ჰიმლერისა.სწორედ ის იყო ინიციატორი მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობის დროს,ისეთი დიდი მწერლების გაძევებისა,მათი ეროვნებისა და მსოფლმხედველობის გამო,როგორიც იყო – მარტინ ბუბერი.ფაქტიურად – ჰანს იოსტი,გერმანული ხელოვნების სათავეში მოექცა და დიდი გავლენითაც სარგებლობდა,მას მიენიჭა სს-ის გრუპენფიურერის წოდება და დაჯილდოებულ იქნა მრავალი მედლითა თუ პრემიით.ამ დამსახურებათა გამო,რომელიც მან მესამე რაიხის წინაშე ჩაიდინა,იგი 1944 წელს აღიარებულ იქნა,როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნების მუშაკი გერმანიისა.მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ იგი წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე და გადაგზავნილ იქნა სრომა-გასწორებით კოლონიაში,საიდანაც 1952 წელს განთავისუფლდა.ჰანს იოსტი ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და პრონაცისტი იყო,რომლის მიერაც სრულიად იქნა “განდევნილნი” – “ანტიფაშისტურად” მოაზროვნე ხელოვანები,გერმანული კულტურული ცხოვრებიდან.ამ პიროვნების მიერ ჩატარებული აღნიშნული აქტებიდან,შესაძლოა პარალელების გავლება “კომუნისტების”,მიერ ქართული მწერალთა კავშირიდან,დიდი ქართველი მამულიშვილების გამოძევებასთან,რაც თავისთავად ნებისმიერ ადამიანში უარყოფითი ემოციის აღმრძველია.ჰანს იოსტი გარდაიცვალა 1978 წლის 23 ნოემბერს.მისი სახელი კი დარჩა,როგორც ერთ-ერთი მთავარი “პრონაცისტი” ხელოვანისა “მესამე რაიხის” კაცთმოძულე ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი)