“სურვივალიზმი”

“სურვივალიზმი” - გახლავთ საზოგადოებრივი “სუბკულტურა”,რომელიც წარმოდგება ინგლისური სიტყვისგან: Survival და ითარგმნება,როგორც – “გადარჩენა”.აღნიშნულ საზოგადოებრივ სუბკულტურაში გაერთიანებული არიან ისეთი ადამიანები,რომლებიც აქტიურად ემზადებიან რაიმე განსაკუთრებული მოვლენებისათვის და სიტუაციებისათვის,მაგალითად ისეთებისათვის როგორებიცაა: სტიქიური უბედურებები,ტექნოლოგიური კატასტროფები,ეპიდემიები,ატომური ომი,გლობალური დათბობა,ან საკვების,სასმელი წყლის დეფიციტისათვის და სხვა ისეთი კატაკლიზმური მოვლენებისათვის,რომელთაც შეუძლიათ კაცობრიობის ცივილიზაციის განადგურება. (ავტორი გენია.ჯი) “სურვივალიზმის” საზოგადოების წევრებს,სურვივალისტებად მოიხსენიებენ და მათ სჯერათ,რომ ოდესმე ასეთი კატასტროფა მოხდება,რის გამოც “ადრიდანვე” ემზადებიან.სურვივალისტთა აღნიშნული მოძრაობა,ჩამოყალიბდა ამერიკის შეერთებულ შტატებში “ცივი ომის” პერიოდში,მაშინ როდესაც კაცობრიობას “ატომური ომის” საფრთხე ემუქრებოდა.1970-იან წლებში,კერძოდ: ისტორიაში ცნობილი “1973 წლის ნავთობის კრიზისის დროს” – ჰოვარდ რაფმა,გამოსცა წიგნი “შიმშილი და გადარჩენა ამერიკაში” და მასში განხილული იყო ყველა საფრთხე,რაც კაცობრიობას ემუქრებოდა.მალევე 1975 წელს – კურტ კარსონმა,გამოსცა ყოველთვიური ბიულეტენი,სახელწოდებით “The Survivor” და სწორედ აღნიშნული სიტყვა მალევე იქცა მათ სახელწოდებად.მოგვიანებით სურვივალისტების ორგანიზაციები გამოჩდნენ ევროპაშიც და საკმაოდ დიდი პოპულარობაც მოიპოვეს. (ავტორი გენია.ჯი) მათი უმთავრესი ამოცანა გახლავთ,ისეთი პირობების შექმნა,სადაც ადამიანს გადარჩენა შეეძლება.აგებენ “ბუნკერებს”,სადაც იმარაგებენ პროდუქტებს,წყლის მარაგს და სხვა აუცილებელ ატრიბუტებს,სიცოცხლის შესანარჩუნებლად.დღევანდელ დღესაც,თანამედროვე მსოფლიოში მათი რიცხვი საკმაოდ დიდია და აქტიურად არიან ჩართული ზემოთ აღნიშნულ სიტუაციებში.