ანატოლ ფრანსის მოსაზრებები…
1. ადამიანებმა ისიც კი არ ვიცით, როგორ უნდა მოვეპყრათ საკუთარ ხანმოკლე სიცოცხლეს. მიუხედავად ამისა, მაინც გვსურს მარადიულად ვიცოცხლოთ.
2. მომავალი – დღევანდელობაშია,თუმცა იგი წარსულშიცაა.ეს თავად ადამიანმა შექმნა და თუ კი წარსული ცუდი იყო,დღევანდელობა ცუდია,ხოლო მომავალი ასევე ცუდი იქნება,ამაში არავის დადანაშაულება არ შეიძლება,გარდა ადამიანისა,რადგან მის გარდა ისტორიის შექმნაში წვლილს არავინ იღებდა,არავინ იღებს და არც არავინ მიიღებს მომავალში. (ავტორი გენია.ჯი)
3. ყველაფერში აუცილებელია გარკვეული ზომის დაცვა,თუნდაც იგი თავაზიანობა იყოს.
4. ომი ისეთი დანაშაულია,რომ მისი გამოსყიდვა გამარჯვებითაც კი შეუძლებელია.
5. ადამიანთა მოდგმის,ნამდვილი სიყვარულის გარეშე,წარმოუდგენელია თავად სამშობლოს სიყვარული.