არგუსი

არგუსი - წარმოადგენს,ულამაზეს ფრინველს ხოხბისებრთა ოჯახის –  ქათმინაირთა ჯიშისა.მისი გავრცელების არეალი მოიცავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას,კერძოდ: კუნძულ ბორნეოს,სუმატრასა და მალაის არქიპელაგის ჯუნგლებს.იგი ხოხბისებრთა ოჯახის ყველაზე დიდ სახეობად არის მიჩნეული.მისი შეფერილობა ძირითადად ყავისფერია,კისრის ქვედა ნაწილი მოწითალო აქვს,ფეხები წითელი,თავი ლურჯი,ხოლო თავზე განლაგებული გვირგვინი შავი ფერის აქვს. (ავტორი გენია.ჯი) გამოირჩევა განსაკუთრებულად დიდი კუდით,რომლის სიგრძე ხშირ სხეულთან ერთად,შემთხვევაში 2 მეტრს აღემატება.არუსს აქვს დიდი ბუმბულოვანი ფრთები,რომელიც ძალიან ლამაზი ფიგურებით არის შემკული,რომელიც დიდი თვალებსაც კი მოგვაგონებს.იგი ყურადღებას იქცევს საკმაოდ მაღალი “ჭახჭახა” ხმით და მამალი გამოირჩევა უცნაური “ფრინველთა ცეკვით”,რომლისთვისაც ადგილს სპეციალურად არჩევს ტყის ღია ადგილას.არნიშნულ ცეკვას “საქორწინო ცეკვასაც” უწოდებენ.აღსანიშნავია,რომ ეს სახეობა “მონოგამური” (ერთქორწინება),სტილით გამოირჩევა და პარტნიორს არ იცვლის.მამლები უფრო პატარა სხეულის ზომებით და მოკრძალებული შეფერილობით გამოირჩევიან,მას შედარებით მოკლე კუდი აქვს.არგუსი დებს ორ კვერცხს,რაც ხოხბისებრთა სახეობებისათვის არადამახასიათებელი მოვლენაა.არგუსი,ძველბერძნული მითოლოგიით წარმოადგენდა მრავალთვალიან გოლიათს და აღნიშნული სახელწოდებაც მას სხეულზე გამოყვანილი თვალის ფორმების გამო,დიდმა შვედმა ბუნებისმეტყველმა და მკვლევარმა – კარლ ლინეიმ (1707-1778 წლები),უწოდა.აღსანიშნავია,რომ დღეს-დღეობით “არგუსი” გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ფრინველია და მასზე ნადირობა აკრძალულია. (ავტორი გენია.ჯი)