ჟიულ ადოლფ ემე ლუი ბრეტონი – “ეპიზოდი”

ჟიულ ადოლფ ემე ლუი ბრეტონი (1827-1906 წლები),გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მხატვარი,პეიზაჟისტი და რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი.მის ყველაზე ცნობილ ტილოებად აღიარებულია: “ტოროლების გალობა”,”დაბრუნება მკიდან” და “პირველი მონაწილეობა”.ჟიულის შემოქმედების ერთ-ერთი უდიდესი თაყვანისმცემელი გახლდათ,გენიალური ნიდერლანდელი მხატვარი – ვინსენტ ვან გოგი,რომელსაც იმდენად დიდი სურვილი გააჩნდა, ბრეტონის სახელოსნოს და სალონს გასცნობოდა,რომ მიიღო გადაწყვეტილება მას სწვეოდა და უფრო კარგად გასცნობოდა დიდი ფრანგი მხატვრის შემოქმედებას. (ავტორი გენია.ჯი) ამ პერიოდში ჟიულ ბრეტონი,საფრანგეთის დედაქალაქში პარიზში ცხოვრობდა და რაღა თქმა უნდა მისი სამხატვრო სახელოსნოც იქ იყო.აღნიშნულიდან გამომდინარე,ცნობილი ფაქტია,რომ გენიალურმა ვან გოგმა 200 კილომეტრი ფეხით გაიარა,რათა მას სწვეოდა და როდესაც დაღლილ-დაქანცული ჟიულის სახლს მიადგა,თქვენ წარმოიდგინეთ და შესვლა მოერიდა (ალბათ ყველასათვის ცნობილია,მისი უცნაური ხასიათის შესახებ),რის გამოც უკანვე ფეხით გამობრუნდა ისე,რომ მისი სურვილი,უფრო ღრმად გასცნობოდა ჟიულ ბრეტონის შემოქმედებას უშედეგოდ დასრულდა.ეს ცნობილი ისტორია,შემდგომში ცნობილი ფრანგი მწერლის – ანრი პერიუშოს,წიგნში “ვან გოგი” აისახა და ასევე იგი ასახულ იქნა დიდი ამერიკელი მწერლის – ირვინგ სტოუნის,ნაწარმოებში: “სიცოცხლის წყურვილი”. (ავტორი გენია.ჯი)

ჟიულ ბრეტონის გენიალური შემოქმედება