ალფრედ ბერნჰარდ ნობელის ნააზრევი…
ალფრედ ბერნჰარდ ნობელი პატივმოყვარე ადამიანი არ იყო, რაზეც საიუბილეო ბუკლეტის გამომცემელთათვის გაგზავნილი წერილიც მეტყველებს. როდესაც ალფრედმა შეიტყო, რომ ბუკლეტში მისი პორტრეტის გამოქვეყნებას აპირებდნენ, გამომცემლებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
„ – ყველა ჩემი ასისტენტისა და მუშის პორტრეტების გამოქვეყნება რომ გადაწყდება, მხოლოდ ამის შემდეგ გამოვაგზავნი სურათს, რომელზეც ჩემი სიფათი იქნება აღბეჭდილი”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეს უტვინო მორალისტები, რომლებიც ცდილობენ ადამიანები უკეთესები გახადონ, ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევენ, რადგან ველურ და აღვირახსნილ მრუშობაზე ადამიანის დაყოლიება ყველაზე მარტივი რამ არის დედამიწაზე. და რამხელა სიამოვნებაა! კაპიკი იქნებოდა ცხოვრების ფასი, უზნეობა რომ არ არსებობდეს თავისი მრავალი გამოვლინებით”. -
(ფრაგმენტი ალფრედ ნობელის „შურისძიებიდან”)
* * *
„რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე ბოროტმოქმედთა და ნაგიჟართა მასა, რომელიც მსოფლიოს მართავს და სულიერ მიმართულებას აძლევს? დამიჯერეთ, ბრბოს სიმრავლე – რაც არ უნდა საზიზღრად გამოიყურებოდეს ის – ბავშვური თამაშებია ორგანიზებულ ზიზღთან შედარებით, რომლის დროსაც ადამიანები ოხრავენ, იტანჯებიან და მორალურად ეცემიან”. -
(ფრაგმენტი ალფრედ ნობელის „შურისძიებიდან”)
* * *
„ამ ცხოვრებაში, პიროვნება, რომელიც განათლებულ საზოგადოებას თავს არიდებს და მოაზროვნე ადამიანებთან იდეების გაცვლა-გამოცვლას გაურბის, საბოლოოდ ასეთი ურთიერთობების აღდგენას ვეღარ ახერხებს და საკუთარი თავის, ისევე როგორც სხვების მიმართ, პატივისცემას კარგავს”.
* * *
„ჩემს კონკურენტებზე ორი ნაბიჯით წინ ვარ, მაგრამ რაც უფრო მეტ ფულსა და დიდებას მოვიხვეჭ, მით უფრო მემატება ინდიფერენტულობის შეგრძნება”.
* * *
„როდესაც ნიტროგლიცერინის აფეთქების შედეგად დაღუპულ ადამიანებზე და იმ ნგრევაზე ვფიქრობ, რომელიც მან გამოიწვია და რაც, დიდი ალბათობით, მომავალშიც მოხდება, უნდა ვაღიარო, რომ თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ერთადერთი იდეა მგვრის შვებას: მე რომ არ აღმომეჩინა ნიტროგლიცერინი, ადრე თუ გვიან მას ვინმე სხვა ქიმიკოსი აღმოაჩენდა”… (ავტორი გენია.ჯი)