ფაქტები “სიდედრის” შესახებ…

“სიდედრი” - იმდენად პოპულარულია სხვადასხვა ეროვნების ხალხებში,რომ მათზე იქმნება სიმღერები,ანეგდოტები და ისინი ხალხური ფოლკლორის გმირებადაც კი არიან გამოყვანილი.აღნიშნულ პოსტში გადმოგცემთ იმ უჩვეულო ფაქტების მცირე,თუმცა რეალურ “კალეიდოსკოპს”,რომელიც ნამდვილად საინტერესოა: 

ცნობილმა რუსმა კომიკოსმა და მსახიობი – იური ნიკულინი ერთ დღეს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე,მეგაფონით ხელში შეიარაღებული გამოვიდა და საზოგადოების გასაგონად,საჯაროდ ხმამაღლა გამოაცხადა: თუ რომელიმე იქ მყოფ ან გამვლელ მამაკაცს ჯიბეში ედებოდა “სიდედრის სურათი” და წარუდგენდა მას,მიიღებდა საკმაოდ სოლიდურ ფულად ჯილდოს… (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ჯილდოს მიღების უამრავი მსურველისა,მათდა სამწუხაროდ აღნიშნული ჯილდო არავის ხვდა წილად,რადგან ისეთი მამაკაცი,რომელიც სიდედრის სურათს ჯიბით დაატარებდა მოედანზე არ მოიძებნა.
 
ერთ-ერთი ინდიელი ხალხის – “კოსიმის” ადათ-წესებში დღემდე ფუნქციონირებს დაუწერელი კანონი,რომლის თანახმადაც – “სიდედრს” – სიძესთან ლაპარაკის დროს მასზე თვალებში შეხედვის უფლება კატეგორიულად აკრზალული აქვს.ეს მეტად უცნაური მოვლენა სიძე-სიდედრის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მოქმედებს.
 
უკრაინის ულამაზეს ქალაქ ოდესაში,დღემდე არსებობს დიდი საცალფეხო ხიდი,რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა მოიხსენიებს,როგორც – “სიდედრის ხიდი”.აღნიშნულმა ხიდმა ესოდენ უცნაური სახელწოდება მას შემდეგ მიიღო,რაც ცნობილი გახდა მისი აგების უმთავრესი მიზეზი. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ,იგი აიგო ოდესის საქალაქო საბჭოს მდივნის (კომუნისტების დროს) – მიხეილ სინიცის ინიციატივით იმის გამო,რომ ხშირად სტუმრობდა საკუთარ სიდედრს.აღნიშნული ხიდი კი მას გზას სიდედრის სახლამდე ძალიან უმოკლებდა.
 
ალბათ ძალიან ცოტამ თუ იცის,რომ არსებობს არაოფიციალური – “სიდედრის საერთაშორისო დღე”,რომელიც დაწესებულ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1920-იან წლებში და აღინიშნება ყოველი წლის 26 ოქტომბერს.საინტერესოა,რომ ამ დღის აღნიშვნა ევროპაშიც აქტიურად დაიწყეს. დამკვიდრებული წესის თანახმად,”სიდედრის საერთაშორისო დღეს” (26 ოქტომბერს) სიძეები – სიდედრებთან მიდიან სტუმრად და მათთვის მიაქვთ ტკბილეული.
 
ერთ-ერთი კვლევების შედეგად დადგენილ იქნა,რომ მამაკაცთა 82% სიდედრის მიმართ დადებითად არის განწყობილი, და ეს მაშინ,როდესაც მანდილოსნების 26% მიიჩნევს,რომ მათი დედა აქტიურად ერევა ოჯახურ მდგომარეობაში და ფრიად უარყოფით როლსაც თამაშობს ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში.აქვე დადგენილ იქნა,რომ სიდედრების ზეგავლენის შედეგად,მსოფლიოში ყოველწლიურად განქორწინების 14% ფიქსირდება. (ავტორი გენია.ჯი)