ტურ დე ფრანსის – “წითელი ფანარი”

“ტურ დე ფრანსი” - იგივე “საფრანგეთის ტური”,მსოფლიოში ყველაზე ცნობილი,განთქმული და პრესტიჟული ველორბოლაა,რომელიც სათავეს 1903 წლიდან იღებს.აღნიშნულ პოსტში არ შევჩერდები ამ ტურნირის მნიშვნელობასა და გამარჯვებულებზე,რადგან მინდა შევეხო,მხოლოდ იმ ჯილდოს,რომელსაც სახელად ეწოდება: “წითელი ფანარი”(ფრანგულად – Lanterne rouge).იგი გადაეცემა ველომრბოლელს,რომელიც უკანასკნელ (ბოლო) ადგილს იკავებს ამ უდიდეს ტურნირზე.დასახელება აღნიშნულმა “ანტი-ჯილდომ”,მიიღო მატარებლის ბოლო ვაგონის “წითელი ფერის” გამოისობით და მისით “დაჯილდოება” ერთგვარად გამოხატავს,საშინელი მარცხის აღმნიშვნელ სიმბოლოს,რის გამოც მისი მიღება ნებისმიერი მონაწილისათვის დიდი უსიამოვნების გრძნობის გამომწვევია,თუმცა წესი-წესია და იგი მის მფლობელს უნდა ჩაბარდეს. (ავტორი გენია.ჯი) პირველად აღნიშნული “ჯილდო” 1903 წელს მოიპოვა ფრანგმა – არსენ მილოშომ,რომელმაც დაიკავა ბოლო ადგილი და პირველ საფეხურზე მყოფ – მორის გარენთან,მთელი 65 საათით წააგო.მას შემდეგ “ტურ დე ფრანსის” ველორბოლის ისტორიაში (გარდა 1915-1918 წლების პირველი მსოფლიო ომის და 1940-1946 წლების მეორე მსოფლიო ომის პერიოდებში,როდესაც არ ჩატარებულა აღნიშნული ტურნირი),”წითელი ფანრით” დაჯილდოება ყოველ წელიწადს მიმდინარეობს და აღნიშნული “ჯილდო” უკვე 98 ველომრბოლს მიენიჭა და მათ შორის ყველაზე მეტი ფრანგმა ველომრბოლებმა დაიმსახურა.”წითელი ფანრის” მიღების რეკორდსმენი კი გახლავთ ბელგიელი ველომრბოლი – ვიმ ვინსენევანტი,რომელსაც იგი სამჯერ დაეუფლა.ბოლო ველომრბოლი,რომელმაც აღნიშნული ჯილდო მიიღო,გახლავთ იტალიელი – ფაბიო საბატინი.აქვე ცნობისათვის გეტყვით,რომ პრესტიჟულობით მეორე შეჯიბრის ველორბოლაში “ჯირო დ’იტალიას” ბოლო ადგილოსანს,ასევე გადასცემენ ანტი-ჯილდოს,რომელსაც: “შავ მაისურს” უწოდებენ. (ავტორი გენია.ჯი)

“წითელი ფარნის” რეკორდსმენი მფლობელი,ბელგიელი – ვიმ ვინსევენანტი,მიღებული “ანტი-ჯილდოთი”