ალბერტ აინშტაინის შესახებ…

ალბერტ აინშტაინი ბუნებით მეამბოხე იყო და ვერ იტანდა პირობითობებს.როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა,ისე იცვამდა,როგორც თავად მოსწონდა და კარგად გრძნობდა თავს,და ყურადღებას არ აქცევდა იმას,თუ როგორი სანახავი იყო იგი ამ დროს.გარეგნული ფორმალობები მას ნაკლებად აღელვებდა,ეს ყველაფერი მისთვის არაარსებითი იყო და ცხოვრებას ურთულებდა; ის ყველაფერში უბრალოებას და სიმარტივეს ესწრაფოდა. (ავტორი გენია.ჯი) მისი ამოუწურავი ტკბობის საგანი მეცნიერება იყო,და მასთან ერთად – მუსიკა.მისი და მაია,ჰყვებოდა,თუ როგორ შედგებოდა აინშტაინი უცებ,ვიოლინოზე დაკვრის დროს,და შესძახებდა: “აჰა,ახლა კი ვიპოვე!”,ანუ საქმე რომელიმე მეცნიერული ამოცანის გადაწყვეტას ეხებოდა.ვიოლინო,როგორც მეცნიერება,ყოველთვის თან ახლდა,ნებისმიერი მოგზაურობისას,იგი მეცნიერულ პრობლემებში იყო ჩაღრმავებული ნებისმიერი საქმიანობისას.

ერთხელ,ჩაის სმისას,ჭიქაში კოვზით ჩაის ურევდა და შენიშნა,რომ ჩაის ფოთლები ჭიქის ფსკერის შუაგულში იყრიდა თავს და არა  - ჭიქის ფსკერის კიდეებზე. (ავტორი გენია.ჯი) მან ამ მოვლენას ახსნა მოუძებნა და დაუკავშირა უჩვეულოდ შორეულ მოვლენას: მდინარეში წარმოქმნილ ხვეულებს.ერთხელ ქვიშაზე სეირნობისას,იმ ფენომენმა გააკვირვა,რომელიც ყველა ჩვენთაგანისათვის კარგად არის ცნობილი: სველი ქვიშა მყარ ნიადაგს ქმნის,მშრალი ან წყლით დაფარული კი – არა,და ამ ფენომენსაც მეცნიერული ახსნა მოუძებნა.
მუსიკას იგი იმგვარადვე უდგებოდა,როგორც – მეცნიერებას: მასში,ყოვლის უწინარეს,ბუნებრივ და უბრალო სილამაზეს ეძებდა.მისი იდეალი იყო მოცარტი.როდესაც ერხელ მავანმა აზრი გამოთქვა,რომ ბეთჰოვენი უფრო მნიშვნელოვანი კომპოზიტორი იყოო,აინშტაინი შეეწინააღმდეგა და თქვა,რომ ბეთჰოვენის მუსიკა შექმნილია,მოცარტის მუსიკა კი,პირიქით,ისეთი წმინდაა,თითქოს,ის ყოველთვის არსებობდა სამყაროში და მხოლოდ იმას ელოდა,რომ ის ოსტატს აღმოეჩინა.
აინშტაინი ტავის მსოფლიო დიდებას განიხილავდა,როგორც სერიოზულ ვალდებულებას – ბედის საჩუქარს,რომელიც საერთო სიკეთისათვის და საყოველთაო კეთილდღეობისათვის უნდა გამოეყენებინა.მან კარგად უწყოდა თუ რა წონა ჰქონდა მის სახელს,ამიტომ ენერგიულად იღწვოდა ადამიანის თავისუფლების დასაცავად; სინდისი უფლებას არ აძლევდა,უარი ეთქვა იმის დაცვაზე,რაც დაცვას და დახმარებას საჭიროებდა.აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად,ალბათ ეს ფაქტიც გამოდგება: ცნობილია,რომ აინშტაინის კატას წვიმა არ უყვარდა და როდესაც წვიმდა მისი კატა საცოდავი სანახავი იყო.ამიტომ ერთხელ მისთვის მოუბოდიშებია და უთქვამს:
“ჩემო ძვირფასო,ის კი ვიცი,წვიმა სად იწყება,მაგრამ როგორ გამოირთოს,ნამდვილად არ ვიცი”. (ავტორი გენია.ჯი)