“აბოლიციონიზმი”
“აბოლიციონიზმი” - “Abolitionism”,ლათინურიდან ითარგმნება,როგორც – “ცვლილება”.იგი წარმოადგენდა პოლიტიკურ-საზოგადოებრივ მოძრაობას XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნეში,რიმლის უმთავრეს მიზანსაც წარმოადგენდა “მონობის” კანონის გაუქმება,მონებით ვაჭრობის აკრძალვა და მათი განთავისუფლება დასავლეთ ევროპულ და ამერიკიში.აღნიშნული მოძრაობის ფუძემდებლად და პირველ ინიციატორად მიჩნეულია,ცნობილი ესპანელი მისიონერი და მეცნიერი – ბართოლომეო დე ლა კასასი (1485-1566 წლები). (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ სწორედ ბართოლომეოს მეშვეობით მიიღო პირველმა ევროპულ ქვეყნებს შორის,ესპანეთმა მიიღო 1542 წელს ოფიციალური კანონი ამერიკელი ინდიელების დამონების წინააღმდეგ,თუმცა მოგვიანებით აღნიშნული კანონი მალევე შეცვლილ იქნა.მას შემდეგ,მხოლოდ XVIII საუკუნეში ინგლისურმა სექტამ “კვაკერებმა” (პროტესტანტული სექტის “მეგობართა საზოგადოების წევრები”),გამოვიდნენ მონობის საწინააღმდეგო ლოზუნგებით და ფართო გასაქანი მისცეს აღნიშნულ მოძრაობას.აღსანიშნავია,რომ “აბოლიციონისტურმა მოძრაობამ” ფაქტიურად სამოქალაქო ომი გამოიწვია ამერიკაში,რომელიც ცნობილია,როგორც: ჩრდილოეთისა და სამხრეთის ომი 1861-1865 წლებში.სამხრეთის მარცხმა კი ხელი შეუწყო,ამერიკაში მონონობის საბოლოო გაუქმებას,რომელიც 1865 წელს,ამ დიადი ქვეყნის კონსტიტუციაშიც აისახა.დღევანდელობაში,საერთაშორისო სამართალი უმკაცრესად კრძალავს ყოველგვარ მონობასა და ადამიანების მიმართ მონური დამოკიდებულებების გამომჟღავნებას.ცივილიზებული მსოფლიოს ყველა ქვეყანა,მკაცრად იცავს “მონობის წინააღმდეგ” მიღებულ საერთაშორისო სამართალს და მის წინააღმდეგ მკაცრ ზომებსაც ანხორციელებს. (ავტორი გენია.ჯი)