“ბურაკუმინები”
“ბურაკუმინები” - “Burakumin” გახლავთ,საზოგადოებრივი ჯგუფის ერთ-ერთი უმცირესობა იაპონიაში,რომლებიც შთამომავლები არიან კასტისა,სახელწოდებით “არაწმინდები,არასუფთები”.შუასაუკუნოვან იაპონიაში,გავრცელებული იყო ერთ-ერთი უმდაბლესი ეგრეთწოდებული კასტა “არაწმნიდები”,რომელთა ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა: ვეშაპების ჭერა და მათგან ტყავის დამზადება.ამასთანავე მათი უმრაველსობა იყვნენ ნაგვის შემგროვებლები,ყასბები და ასრულებდნენ ყველაზე “ბინძურ” სამუშაოებს. (ავტორი გენია.ჯი) რადგან “ბურაკუმინები”,ესოდენ ბინძური სამუშაოების შემსრულებლები იყვნენ,მათ უფლება არ ჰქონდათ ეცხოვრათ სხვა სოციალური ჯგუფების სიახლოვეს და ამის გამო ვალდებული იყვნენ ეცხოვრათ მათგან მოშორებით.გარდა ამისა მათ უფლება არ ჰქონდათ დაქორწინებულიყვნენ სხვა საოციალური სტატუსის მქონე ადამიანებთან და იგი ერთ-ერთ უმდაბლეს საზოგადოებრივ ჯგუფს განეკუთვნებოდა ფეოდალური იაპონიისა.თუკი მათ წინაშე აღმოჩნდებოდა უფრო მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანი,ისინი ვალდებული იყვნენ თავი მოეხარათ მათ წინაშე და თუ ქუდი ეფარათ,ამ შემთხვევაში ქუდიც მოეძროთ. (ავტორი გენია.ჯი) ატარებდნენ სპეციალურ სამოსს,რათა ისინი სხვა საზოგადოებრივი ჯგუფისაგან განსხვავებულიყო.მიუხედავად იმისა,რომ 1871 წელს იაპონიაში ოფიციალურად გაუქმდა საზოგადოების დაყოფის ასეთი სისტემა,”ბურაკუმინები” მაინც დისკრიმინებული გახლდნენ,დანარჩენი იაპონური მოსახლეობისაგან.აღსანიშნავია ისიც,რომ “ბურაკუმინები” იაპონიაში დღესაც არსებობენ და 1993 წლის მონაცემებით მათი რაოდენობა 3 მილიონ ადამიანამდეა,რომლებიც ძირითადად იაპონიის დასავლეთ ნაწილში ცხოვრობენ (ძირითადად სოფლებში).თანამედროვე პერიოდის იაპონიაში “ბურაკუმინები”,არ მუშაობენ არც ერთ დიდ იაპონურ კომპანიაში,რადგან თავად ერიდებიან იქ მუშაობას და კვლავ ძველებური საქმიანობით არიან დაკავებული.ამასთანავე ცნობილია ის,რომ იაპონელი მშობლები აუცილებლად იკვლევენ მათი შვილების “სატრფოებს” და თუკი აღმოჩნდება,რომ მისი შვილის სატრფო “ბურაკუნენია”,ამ შემთხვევაში ქორწინება ფაქტიურად გამოტიცხული ხდება. (ავტორი გენია.ჯი)