“ტუი-ტონგა”

“ტუი-ტონგა” - წარმოადგენდა,წყნარი ოკეანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე – ტონგას სამეფოს,მმართველთა დინასტიას (შემდგომში იგი ერთგვარი ძალაუფლების აღმნიშვნელ ტიტულადაც იქცა),რომელსაც საფუძველი ჩაეყარა,დაახლოებით X საუკუნეში.აღნიშნული “სამეფო დინასტიის” ფუძემდებლად,ტონგას მითოლოგიის მიხედვით მიჩნეული გახლდათ,უმაღლესი ღმერთის ვაჟი – ტაგალოა და მოკვდავი გოგონა – ილავეხა ვეეპოპუა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული დინასტიის მმართველები ტონგას სამეფოში,გამოირჩეოდნენ შეუზღუდავი პოლიტიკური და რელიგიური ძალაუფლებითა და პრივილეგიებით.პირველი “ტუი-ტოგა” ტონგას სამეფოსი გახლდათ,ტაგალოასა და ილავეხას ვაჟი – ახოეიტუ,რომელიც გადმოცემის თანახმად 950 წელს ჩაუდგა ქვეყანას სათავეში.XV საუკუნეში,24-ე “ტუი-ტოგა” – კაუულუფინია I-მა,საკუთარი ნებით თქვა უარი პოლიტიკურ ძალაუფლებაზე (ზუსტი მიზეზი უცნობია) და იგი გადასცა მონათესავე კლანს “ტუი-ჰაატაკალაუას”.არსებობს რამდენიმე ვერსია,იმის შესახებ თუ რატომ დათმო მან ძალაუფლება.პირველი ვერსიის თანახმად,აღნიშნული აქტი ემსახურებოდა,ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის რეფორმას,ხოლო მეორე ვერსიის თანახმად მისი მმართველობით უკმაყოფილო მოსახლეობამ,იგი ქვეყნიდან გააძევა სამოაში.აღსანიშნავია,რომ მიუხედავად პოლიტიკური ძალაუფლების გადაცემისა,მან შეინარჩუნა “რელიგიური” ლიდერის ყველა ნიშან-თვისება.1865 წელს,კი – ლაუფილიტონგას (უკანასკნელი “ტუი-ტონგა”) გარდაცვალების შემდგომ,საბოლოოდ გაუქმებულ იქნა “ტუი-ტონგას” ტიტული და შესაბამისად მან დაჰკარგა არა მარტო პოლიტიკური ძლაუფლება,არამედ რელიგიური ლიდერის ყოველგვარი უფლებაც. (ავტორი გენია.ჯი)