ხოაკინ რაფაელ ფენიკსი
ხოაკინ რაფაელ ფენიკსი დაიბადა 1974 წლის 28 ოქტომბერს,კარიბის ზღვის კუნძულოვან სახელმწიფო პუერტო-რიკოში.იგი გახლავთ ერთ-ერთი გამოჩენილი პუერტო-რიკოული წარმომავლობის მქონე,ამერიკელი მსახიობი,რომელსაც უდიდესი წარმატება მოუტანა ფილმებმა: “გლადიატორი” და “ნიშნები”.ხოაკინის მშობლები წარმოადგენდნენ “ღვთის შვილების” სექტის წევრებს,რის გამოც ხშირად უწევდათ მისიონერობის ფუნქციების ჩატარება და ხშირად მოგზაურობდნენ სამხრეთ ამერიკის კონტინენტის,სხვადასხვა ქვეყნებში. (ავტორი გენია.ჯი) 1978 წელს,მშობლებმა მიატოვეს სექტა და ოჯახი საცხოვრებლად ფლორიდაში გადავიდა.ხოაკინის დედამ NBS-ის სტუდიაში,კასტინგის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა და მისმა შვილებმა დედის ხელშეწყობით სხვადასხვა სარეკლამო რგოლებსა და ტელესერიალებში დაიწყეს გადაღება.პირველი სატელევიზიო როლი მან ითამაშა 1986 წელს,საკუთარ ძმასთან – რივერ ფენიქსთან ერთად “შვიდი ძმის შვიდ საცოლეში”.მისმა სამსახიობო ტალანტმა დიდად მოხიბლა პროდიუსერები და რეჟისორები,რის შედეგადაც 1989 წელს გადაღებულ იქნა ფილმში “მშობლები”,1995 წელს კი,გადაღებულ იქნა ფილმში “რისთვისაც ღირს მოკვდე”.აღნიშნულ კინოფილმში მასთან ერთად ისეთმა დიდმა მსახიობებმა მიიღეს მონაწილეობა,როგორებიც იყვნენ: ნიკოლ კიდმანი,კეისი აფლეკი,მეტ დილონი და სხვები.ხოაკინს ასევე მონაწილეობა მიღებული აქვს შემდეგ ფილმებში: “მოსახვევი”,”8 მილიმეტრი”,”საიდუმლო ტყე” და სხვა ფილმები.2000 წელს კი ერთ-ერთი მთავარი როლი მიიღო,გენიალური ინგლისელი კინო-რეჟისორის,დიდებულ ფილმში “გლადიატორი”,რამაც მის სამსახიობო კარიერაზე უდიდესი “ტრიუმფი” იქონია.ყველასათვის ცნობილია,რომ აღნიშნულ ფილმში მან ბრწყინვალედ შეასრულა,რომის იმპერატორის “კომოდის” როლი. (ავტორი გენია.ჯი) 2002 წელს კი გენიალურ – მელ გიბსონთან,ერთად მონაწილეობა მიიღო,ცნობილი ამერიკელი კინო-რეჟისორის – მ.ნაით შიამალანის,მიერ გადაღებულ “ფანტასტიკურ ტრილერში”,სახელწოდებით – “ნიშნები”.აღნიშნული ფილმი კი მისი სამსახიობო ნიჭის კიდევ ერთი “გამობრწყინება” იყო.2012 წელს მან მონაწილეობა მიიღო,ამერიკელი რეჟისორის – პოლ ტომას ანდერსონის,მიერ გადაღებულ ფილმში “ოსტატი”.ხოაკინ რაფაელ ფენიკს,მინიჭებული აქვს ისეთი დიდი კინემატოგრაფიის პრიზები,როგორებიცაა: “ოქროს გლობუსი” და “ვანეციის კინოფესტივალი”,სადაც მას საუკეთესო მამაკაცის როლის შერულებისათვის უმაღლესი ჯილდო გადაეცა.დღესდღეობით ხოაკინი,გახლავთ “ცხოველთა დაცვის” ორგანიზაციის წევრი და კვლავაც აქტიურად არის ჩართული კინო-ხელოვნებაში. (ავტორი გენია.ჯი)
კადრი ფილმიდან: “გლადიატორი”
კადრი ფილმიდან: “ნიშნები”
კადრი ფილმიდან: “საიდუმლო ტყე”
კადრი ფილმიდან: “ოსტატი”